ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ გაზეთ "ლელოსთან" გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატის ვიაჩესლივ გროზნის საქართველოში სტუმრობის შედეგებზე ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, გროზნი ერთადერთი კანდიდატი არაა, ვისაც "დინამო" მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილავს და კონსულტაციები სხვებთანაც გაგრძელდება.

- თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა
- რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ

"ვიაჩესლავ გროზნიმ უკვე დატოვა თბილისი და კიევში გაემგზავრა. მან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გავეცანით მის კონცეფციას, ის კი ჩვენს მოთხოვნებს გაეცნო.

"დინამო" არ იჩქარებს ახალი მწვრთნელის
შერჩევასთან დაკავშირებით. სამწვრთნელო კვალიფიკაციის გარდა, მნიშვნელოვანია, მისი კონცეფცია იყოს თანხვედრაში საკლუბო გეზთან და იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს.

კანდიდატებთან კონსულტაციები გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ შეხვედრის, ისე სატელეფონო საუბრის სახით", - გვითხრა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რომა წადი დჯობს სანამ ხალხი გაგაგდებს მალე. უცოდინარო ფეგბურტის
dodo
12:07 22-10-2016
0
რომან გრიგორჩუკი მოიყვანოს ჯობია
anti
20:21 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული