კურიოზი: თბილისის "დინამოს" კომენტარი ცხვართან დაკავშირებით

AutoSharing Option
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის "დინამომ" წარუმატებელი სერიის შესაწყვეტად ბაზაზე ცხვარი დაკლა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ეს სახალისო ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურთან გადავამოწმეთ.

"ცხვარი ნამდვილად მიიყვანეს ბაზაზე, ოღონდ ეს ყველაფერი ხუმრობით და ირონიით მოხდა. მცირე ხნის შემდეგ ცხვარი გაუშვეს, არ დაუკლავთ, რის შემდეგაც ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და იქ ივახშმეს. "დინამოში" კარგად ხვდებიან, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს არ უშველის...", - გვითხრა პრესსამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის შეწყვეტისთვის საჯაროდ
თხა დაკლეს.

- ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის განდევნისთვის თხა დაკლეს