კურიოზი: თბილისის "დინამოს" კომენტარი ცხვართან დაკავშირებით

AutoSharing Option
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის "დინამომ" წარუმატებელი სერიის შესაწყვეტად ბაზაზე ცხვარი დაკლა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ეს სახალისო ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურთან გადავამოწმეთ.

"ცხვარი ნამდვილად მიიყვანეს ბაზაზე, ოღონდ ეს ყველაფერი ხუმრობით და ირონიით მოხდა. მცირე ხნის შემდეგ ცხვარი გაუშვეს, არ დაუკლავთ, რის შემდეგაც ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და იქ ივახშმეს. "დინამოში" კარგად ხვდებიან, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს არ უშველის...", - გვითხრა პრესსამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის შეწყვეტისთვის საჯაროდ
თხა დაკლეს.

- ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის განდევნისთვის თხა დაკლეს
მკითხველის კომენტარები / 10 /
Dინამოს ისეტი ცოდვებიაქ და ისე დაწყევლეს საქარტველოსჰი ცჰემპიონი ვეგარ გახდებაა.. რამდენ გუნდს წაარტვეს ცჰემპიონობა
0
ცხვარი გაუშვესო.. სად გაუშვეს? ბაზის კარი გაუღეს და 100 ნომერ სამარშრუტოს დაელოდეო? ვინ გაუშვებდა ამას, მოსიარულე ჩაქაფულია...
giorgi
15:27 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული