სამტრედია-ზუგდიდი 1:0 - ჯარიმების ოსტატი "ზუგდიდს" გადაეკიდა

AutoSharing Option
გია ცეცაძის გუნდი გარდამავალ ჩემპიონატში დამაჯერებლად თამაშობს და თავისი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. "ზუგდიდმა" კი ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ გასულ ტურში "საბურთალოსთან" პირველი გამარჯვება მოიპოვა და ხასიათი მცირედით გამოიკეთა.

აქედან გამომდინარე, "სამტრედია" მაინც უპირობო ფავორიტი იყო, თუმცა ზუგდიდელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქე საკმაოდ ანერვიულეს და ქულასთანაც ახლოს იყვნენ...

მაგრამ სამტრედიელებს გუნდში ჰყავთ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ერთი საჯარიმო დარტყმით შეუძლია გა
დაწყვიტოს მატჩის ბედი - ლაშა შერგელაშვილი, რომელიც "სტანდარტულების" უბადლო შემსრულებელია. 62-წუთზე მან დაახლოებით 35 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

სხვათა შორის, შერგელაშვილი განსაკუთრებით შედეგიანად სწორედ "ზუგდიდის" წინააღმდეგ თამაშობს - გასულ ჩემპიონატში მან ამ გუნდს 2 ჯარიმა გაუტანა და იმერულმა გუნდმა მაშინაც მისი გოლების წყალობით მოიგო - 2:0.

რაც შეეხება გუშინდელი მატჩის მიმდინარეობას, სამტრედიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ, კარში პირველად სტუმრებმა დაარტყეს - გურამ სამუშიას აქტიურობის შემდეგ ომარ მიგინეიშვილის მზადყოფნა გივი იოსელიანმა შეამოწმა, რომლის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმულ ბურთს სამტრედიელთა კარის დარაჯი აუღელვებლად დაეუფლა.

გათამამებულ სტუმრებს ცეცაძის შეგირდებმა მწვავე შეტევით უპასუხეს. გიული მანჯგალაძემ გადაცემა გააკეთა ზუგდიდელთა საჯარიმოში, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა მასპინძელთა მარჯვენაფლანგელმა დავით მთივლიშვილმა და რომ არა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს თავგანწირული თამაში, ანგარიში დებიუტშივე გაიხსნებოდა.

შეტევაში გართულ სამტრედიელებს უკან ღია სივრცეები რჩებოდათ და "ზუგდიდს" მწვავე კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა. ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიში ვალიკო ტყემალაძის სახიფათო დარტყმით დასრულდა - ბურთი მცირედით ასცდა კარს.

სამტრედიელებს პირველ ტაიმში კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდათ და გოლის გატანა შორეული დარტყმებით სცადეს, ბაჩანა არაბულმა ორჯერ "გაისროლა" კიდეც ლიტოვჩენკოს კარის მიმართულებით, თუმცა ზუგდიდელთა მეკარე ორჯერვე დამაჯერებლად გაისარჯა. გიორგი დათუნაიშვილის შორეული სახიფათო დარტყმის შემდეგ კი ბურთმა სტუმართა კარის მარცხენა ძელს ჩაუქროლა. ცოტა ხანში ზუგდიდელები მანჯგალაძემაც ანერვიულა, თუმცა ბურთი ამჯერზეც ასცდა სამიზნეს.

მეორე ტაიმში სტუმრები მეტოქეს კიდევ უფრო მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და მწვავე შეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. სამტრედიელები ისევ "სტანდარტულებითა" და შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ რეალურ ხიფათს ვერ ქმნიდნენ.

მასპინძლებმა ქულების დაკარგვის საფრთხე იგრძნეს და შეტევები გაამწვავეს. 68-ე წუთიდან ზუგდიდელთა კართან "ჩამოცხა", გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ არაბული და ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ მეკარე ლიტოვჩენკომ ითამაშა დიდებულად და ორივე სახიფათო დარტყმა მოიგერია. აი, შერგელაშვილის დიდებული საჯარიმო დარტყმის წინაშე კი უკრაინელიც უძლური გამოდგა.

გოლის შემდეგ თამაში გაიხსნა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები. შეცვლაზე შესულ გიორგი გამყრელიძეს ორი ერთმანეთზე უკეთესი მომენტი ჰქონდა, მაგრამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

უქმად არც ზუგდიდელები ყოფილან. ალექსანდრ ერმაჩენკოს ძლიერი დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. საპასუხო შეტევისას ზივზივაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

ზუგდიდელები მარცხს არ ეგუებოდნენ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, სუხომლინოვის ფლაგური ჩაწოდების შემდეგ შეველი თავით ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ გამოცდილმა მიგინეიშვილმა შეძლო ბურთის მოგერიება და კარის "მშრალად" შენახვა. "სამტრედიამ" რთული გამარჯვება მოიპოვა და "წითელ ჯგუფში" გალიდერდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური. წითელი ჯგუფი
25.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ზუგდიდი 1:0
გოლი: 1:0 შერგელაშვილი (72)
სამტრედია: მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (64. ჯიქია), არაბული, მარკოზაშვილი (59. გამყრელიძე) - ზივზივაძე (90. იმედაშვილი).
სათადარიგოები: მეშველიანი, ახალაძე, ცნობილაძე, ნინუა
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო - იოსელიანი, აფაქიძე, მაჩაიძე, სუხომლინოვი - წურწუმია (65. ერმაჩენკო), ტყემალაძე, ზოზულია, სამუშია (72. სიხარულია) - შეველი, აქუბარდია (31. ჭანტურია).
სათადარიგოები: ზარქუა, თუთბერიძე, ქანთარია, ნარმანია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
გაფრთხილება: სუხომლინოვი (49), შეველი (66), ტყემალაძე (83)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

VIII ტური. თეთრი ჯგუფი
1 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-ტორპედო
ცხინვალი-გურია
ლოკომოტივი ისვენებს.

წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
საბურთალო-სიონი
სამტრედია-დინამო (ბთ)
კოლხეთი-ზუგდიდი
დილა ისვენებს

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად შეუშალა ხელი სამტრედიას გუშინ ზუგდიდმა,არ იყო მზად ცეცაძე მოვლენების ასე განვითარებისათვის ეს ფაქტია, ყოჩაღად იბრძოლა ზუგდიდის შუა ხაზმა და დაცვამ, თავდასხმა ნული ჰყავთ.
ზივზივაძეს სამჯერ არ გაუმართლა საგოლედ.
მოკლედ თუ რაიმე ჯარიმა იქნება 40 მეტრი და უფრო ახლო კარისაკენ, უნდა ეშინოდეს ნებისმიერ მეტოქეს ამ შერგელაშვილის გადამკიდე :)

ბათუმს იმედი ნუ მიეცემა დიდი, რომ ზუგდიდს მხოლოდ 1 -0 მოუგესო :) თქვენთვის სხვა სცენარია მეგობრებო :)
Jango
14:32 26-09-2016
0
Zugdids mteli gundi karshi yavda chayenebuli da dzaalian gaudznelda samtredias mogebaaa...magram chergelam iseti goli gautana evropis sauketeso pexburtelebs roar girsebiat egeti golis gatana... imedia simbolurshi moxvdeba da cecadzec.. samtredia pirvelzea yvelas jobia golebit. Tamashi saertod ar waugia da cecadze ertxelac ar moxvda simbolurshhiii... am bolo dros aset sms blokaven... vigac aucaideri gols gaitans da isinia simbolurshi..
lika
13:29 26-09-2016
0

სიახლეები პოპულარული