"დინამოსა" და "ტორპედოს" ფანებს შორის მატჩამდე დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წერეთლის გამზირზე, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა აფეთქებების ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარი ინციდენტის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 23 /
ცუდია რომ ტორპედოს ფანებს ამდენის უფლება და ნებას ვაძლევთ ჩვენს ქალაქში! ყველა იმ ვაი თბილისელს რა ვუთხარი, ვინც ფეხბურთის სიყვარულს იბრალებს და დინამოს თამაშებზე სიარული არ ეკადრება და არც კლასიკოში ქუთაისელების წინააღმდეგ მებრძოლე ფანებს გვერდით არ უდგას!
dato
14:46 26-09-2016
0
კლასიკო მაინც კლასიკოა, თუნდაც უინტერესო და ბოლო ბოლო ფანების დუელი! ვისაც არ გესმიტ მიხედეტ ტქვენს საქმეს, სამწუხაროა რომ თბილისში არ კადრულობს დიდი ნაწილი ამ ცხოვრებაში ჩართვას და გაზულუქებულებს ტელევიზორთან ან კომპთან ჯდომა ურჩევნია! ბრავო ტორპედო!
ვაკო
14:38 26-09-2016
0

სიახლეები პოპულარული