[ექსკლუზივი] ლანჩხუთის "გურია" 49-წლიანი ვადით მერაბ ჟორდანიას გადაეცა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას გადაეცა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "გურია" მერაბ ჟორდანიას 49-წლიანი ვადით გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. დასაზუსტებელ-შესათანხმებელი მცირეოდენი დეტალებიღა იყო და როგორც ჩანს, ისიც დაზუსტდა.