სავარაუდო ტრანსფერი: ბუდუ ზივზივაძეს ევროპა ლიგაში მოთამაშე "გაბალაში" იწვევენ

AutoSharing Option
შესაძლოა, "სამტრედია" მალე თავის მთავარ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს დაემშვიდობოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა, აზერბაიჯანულ "გაბალაში" გააგრძელოს, სადაც ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირია.

საკითხის გადაწყვეტას პირადი და კლუბებს შორის შეთანხმება აკლია. Azerifootball.com-ის ცნობით კი, ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ სულ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მან თავი გამოიჩინა იმავე "გაბალასთან" ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში, რომელიც სამტრედიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ გუნდს, "გაბალა" ევროპა ლიგის
C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად "ანდერლეხტი", "სენტ ეტიენი" და "მაინცი" ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ