უჩა სოსიაშვილი: "დილა" ისევ ჰაერშია... ფორმალური მხარე ვერაფრით მოგვარდა

AutoSharing Option
გორის "დილაში" სპონსორის ოფიციალურად მოსვლას საშველი არ დაადგა. ებრაელი ბიზნესმენები კვლავ მზად არიან, კლუბში სოლიდური ინვესტიცია განახორციელონ, მაგრამ პროცესი ფერხდება.

არადა, გარდამავალი ჩემპიონატი თავისი გზით მიდის, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ფინანსური კრიზისის ფონზე გუნდი ვერ ახერხებს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.

კომენტარისთვის მივმართეთ "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს:

"შეიძლება ითქვას, "დილა" ისევ ჰაერშია გამოკიდებული. არის ფორმალური მხარე, რომელიც ვერაფრით მოგვარდა, რათა გუნდი გადაეცეს ახალ ინვესტორს. ასეთ ვითარებაში წარმატებაზე ფიქრი რთულია...

ყველაფერი მესმის, მაგრამ დრო აღარ ითმენს. კარგი იქნება, თუ "დილა"
მალე გადაეცემა ახალ ინვესტორს.

ამჟამად ჩვენს გუნდში ვარჯიშობს ებრაელი ლეგიონერი, რომელსაც ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს და არაერთი გოლიც გაუტანია. მასთან კონტრაქტს კი ვერ ვაფორმებთ, სანამ სპონსორის საკითხი არ გაირკვევა.

რაც შეეხება გიორგი პაპავას, ის "დილაში" ვარჯიშობს. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, მოვლენები დავაჩქაროთ. საქმე ისაა, რომ პაპავას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ტრავმა და ახლა ის თანდათან შედის ფორმაში", - გვითხრა სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" სეზონისთვის მზადება ადრე დაიწყო და ევროპალიგაზე ორრაუნდიანი ბრძოლა 11-მეტრიანების სერიაში დათმო სომხურ "შირაქთან". კლუბს უკვე მაშინ აწუხებდა ფინანსური კრიზისი.

ებრაელი ინვესტორები მზად არიან, "დილას" ინფრასტრუქტურა ევროპულ დონეს შეუსაბამონ და, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერონ შემადგენლობაც, თუმცა ფორმალურ მხარეს თავი ვერა და ვერ დაედგა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
mteli gori pexze davdget manam droa














tore tu magatac uari tqbes mere gviani iqneba kai safulao aqvt dilas saxit datviton isqeleben jibeebs
mamuka
08:04 26-08-2016
0
sad aris pederacia da saarchevnot emzadebian, marto zamtaradze darcha mand da magan ra unda gaaketos laparaki ar icis, aleko kakauridze kargi jurnalistia da vtxov ro iqneb sxvebsac kitxos azri dilas shesaxeb
gori
16:24 25-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული