პირველი ლიგა. I ტურის წინ: აქაც ახლებურად

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, სტარტს აიღებს პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც, უმაღლესი ლიგის მსგავსად, წინა სეზონებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

ანუ ამ შემთხვევაშიც გარდამავალი ჩემპიონატი გველოდება: ორ, "წითელ" და "თეთრ" ჯგუფში გადანაწილებული 18 გუნდი ორ წრედ იასპარეზებს. ამის შემდეგ კი ზოგი გუნდი პლეი ოფში ჩაერთვება, ზოგი - პირველ ლიგაში შეინარჩუნებს ადგილს, ზოგიც - ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

პირველი ლიგის განსხვავებულ ფორმატზე შემდგომში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ასევე, შემოგთავაზებთ პირველი ლიგის დანარჩენი ტურების კალენდარს, მონაწილე გუნდების განაცხადებსაც და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რომელ გუნდებს მივიჩნევთ ფავორიტებად.

თუმცა
აქ ფავორიტობა, ცოტა არ იყოს, უადგილოცაა: სეზონის დასრულების შემდეგ პირველიდან უმაღლეს ლიგაში ვერც ერთი გუნდი ვერ აღზევდება. ანუ ამ 18 გუნდის ერთადერთი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება და წინდაწინ ვიტყვით, რომ მომავალი სეზონისთვის 18-დან მხოლოდ 6 დარჩება პირველ ლიგაში, რომელთაც უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული 4 გუნდი დაემატება და ასე მივიღებთ ათგუნდიან პირველ ლიგას.

საქართელოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა. I ტური
19 აგვისტო
წითელი ჯგუფი
ბორჯომი-ოდიში 1919 17:30
გაგრა-საპოვნელა 17:30
სქური-სულორი 17:30
ჭიათურა-გარდაბანი 17:30
ვიტ ჯორჯია ისვენებს

თეთრი ჯგუფი
მერანი-მეშახტე 17:30
რუსთავი-სამგურალი 17:30
ჩხერიმელა-კოლხეთი (ხ) 17:30
მარკ სტარსი-იმერეთი 17:30
ლიახვი ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღიპი ცვეტშია!
გოჩა
18:44 19-08-2016
0
ოდიკაძეს ღიპს შეხედეთ :))))
ზაზა
15:24 19-08-2016
0

სიახლეები პოპულარული