"კოლხეთის" აზერბაიჯანელი ლეგიონერი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ვითამაშებდი!

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მცველმა რასიმ რამალდანოვმა, რომელიც კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს, azerisport.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

- როგორ გადახვედით "კოლხეთში"?
- ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით ბოლქვაძემ მირჩია. ამის შემდეგ "კოლხეთიდან" დამირეკეს, ვისაუბრეთ, ბილეთი ამიღეს და თურქეთში მიხმეს.

- და ახლა ანკარაში ხართ?
- კი, გუნდს შეკრებაზე შევუერთდი. ვცდილობ, თავი კარგად წარმოვაჩინო.

- ცნობილია, რომ ფინანსური კუთხით ქართულ გუნდებს საქმე მთლად კარგად არ აქვთ. როგორია სიტუაციაა ამ მხრივ "კოლხეთში"?
- ჰო, ფინანსები აქ დაბალია. მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემპიონატის დონე არაა დაბალი,
ამიტომ დავთანხმდი საქართველოში თამაშს.

- გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. შემდეგ დაბრუნებას გეგმავთ?
- დიდი იმედი მაქვს, "კოლხეთში" სათამაშო ფორმას აღვიდგენ და დავბრუნდები. ახლა მთლიანად ვარჯიშებზე ვარ კონცენტრირებული.

- სხვა გუნდებიდან იყო შემოთავაზებები?
- ირანის ჩემპიონატიდან მქონდა მოწვევა, მაგრამ არჩევანი მაინც საქართველოზე გავაკეთე.

- ირანის ჩემპიონატი საქართველოზე ძლიერად ითვლება. რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი არჩევნის მიღებისას?
- იმან, რომ "კოლხეთს" უფრო ვუნდოდი და უფრო დიდ ყურადღებას იჩენდა.

- გუნდის მწვრთნელს ესაუბრეთ?
- კი. მითხრა, შენზე დიდ იმედებს ვამყარებო. ამასთანავე, მითხრა, რომ ჩემზე იმ ქართველ მწვრთნელებთან ისაუბრა, ვისაც აზერბაიჯანში უმუშავია და სურს, გუნდს დავეხმარო. ჩემის მხრივ, განვუცხადე, რომ მზად ვარ "კოლხეთისთვის" ბოლომდე დავიხარჯო.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში, როგორც წესი, ქართველი ფეხბურთელები სხვა ლეგიონერებზე მეტნი არიან, მაგრამ არაა ბევრი ისეთი, ვინც აქედან საქართველოში მიდის. ოდესმე წარმოიდგენდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებდი?
- არა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვეცდები, სათანადოდ ვასახელო აზერბაიჯანი საქართველოში.

- რა მიზნები აქვს "კოლხეთს" ჩემპიონატში?
- ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. სულ სხვა სისტემაა. ყოველ შემთხვევაში, ყველა თამაშის მოსაგებად გავალთ მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი დაბოღმილი როჟა ხარ რა, იასნია ყველაფერი
soso
16:39 25-07-2016
0
ზ,ს, ტ, ერთი ადამიანი ხარ და ის მაინც არ იცი რომ უსტადიონო, უბიუჯეტო, გუნდი უეფაზე რომ ვერ იბრძოლებს? რა აზრი აქვს შენთან კამათს ერთი დაბოლრღ
soso
16:36 25-07-2016
0

სიახლეები პოპულარული