საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის შენარჩუნება მოახერხა, რომელსაც ირანული კლუბი სოლიდურ პირობებს სთავაზობდა.

27 წლის მეკარით საქართველოში სტუმრად მყოფი ირანული კლუბი "თავრიზი" დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება. როგორც ირკვევა, ირანელები კვასხვაძით ესპანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ დაინტერესდნენ.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ამბავი "თავრიზის" საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან შავგულიძემ გაგვიმხილა.

"ირანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კვასხვაძით ესპანეთთან 7 ივნისს მოგებული შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სანაკრებო გამოცდილება ძალიან ფასობს და როინს 100-ათასდოლარიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ
მან უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა", - ამბობს შავგულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ