დაუსვი კითხვა უჩა სოსიაშვილს და მოიგე "დილას" მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილია.

სოსიაშვილი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და "დილას" მაისურით დააჯილდოებს. კითხვების მიღება 3 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. უჩა სოსიაშვილი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 4 ივლისს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ – დაუსვი კითხვა უჩა სოსიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სოსიაშვილის გუნდმა შინ სომხურ "შირაქთან" მინიმალური გამარჯვებით
(1:0) დაიწყო, 7 ივლისს კი სომხეთის ქალაქ გიუმრიში გორელებს განმეორებითი მატჩი ელით.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საგოლ მაგარი კაცი ხარ.წარმატებებიი!!!დილას ნამდვილად არ ვგულშემატკივრობ მაგრამ შენი დიდი გულშემატკივარი ვარ
vaso
00:03 03-07-2016
0
სალამი უჩა რა ეტაპზეა ებრაელ ბიზნესმენებტან მოლაპარაკება?
soni.brola
18:40 02-07-2016
0

სიახლეები პოპულარული