კობა ჟორჟიკაშვილი: უახლოეს დღეებში "ტორპედოში" ლეგიონერებს ველოდებით

AutoSharing Option
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარს, ზამთრიდან მოყოლებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე გაზონის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და დასრულებული სეზონის ბოლოს "ტორპედო" მშობლიურ არენას დაუბრუნდა.

თუმცა აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს და გაზონს სარეველასგან გასათავისუფლებლად გარკვეული დრო და შესაბამისი მოვლა სჭირდება...

ამასობაში კი ტორპედოელებმა ორმხრივი თამაში გამართეს.

"15 ივნისს შევიკრიბეთ, 20-ში კი ორჯერად ვარჯიშებზე გადავედით. ახლა მოთამაშეთა კონდიციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ.

ჯერ მხოლოდ გუგა ფალავანდიშვილი და ავთო ენდელაძე დავიმატეთ. პარალელურად, სასელექციო მუშაობას ვაწარმოებთ და უახლოეს დღეებში ლეგიონერებსაც
ველოდებით. ვნახავთ, ჩვენს მოთხოვნებს რამდენად დააკმაყოფილებენ. ორმხრივ თამაშში ფეხბურთელები თითო ტაიმი დავტვირთეთ და მათი ფუნქციონალური მდგომარეობა ვნახეთ, პლუს ამას, სელექციასაც ვაწარმოებდით.

საკონტროლო მატჩებისთვის სხვადასხვა რანგის მეტოქეებს ვეძებთ. ივლისის შუა რიცხვებში შეკრებაზე გავემგავრებით. საამისოდ, დეტალებს ახლა ვაზუსტებთ. იქ გუნდი საბოლოო სახეს მიიღებს და პირველი ოფიციალური თამაშისთვის მოემზადება", - ამბობს "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგიონერების იმედი არ მაკვს დხალიან ოპტიმისტები ხართ. მარცვალადზე უპრო მომცონს მაგრამ კარგები ჩვენთან არ რჩებიან მიზერული ხელპასი არ უნდათ.
გოგა
12:57 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული