ალექსანდრე ამისულაშვილი: ჯობია ჩვენი სიძლიერე მინდორზე დავამტკიცოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში შეკრებაზე, მოახლოებულ ევრო-მატჩებზე, მოწვეულ ლეგიონერებსა და გუნდში არსებულ განწყობაზე საუბრობს.

"შეკრებაზე იდეალური მოსამზადებელი პირობებია. ერთია, რომ აქაურობისთვის უჩვეულოდ ცხელა. ვარჯიშებზე ყველა მაქსიმალურად იხარჯება და დატვირთვებიც საკმაოდ სერიოზული გვაქვს.

გამძლეობასა და სისწრაფეებზე წვრთნას, ხშირად ბურთთან ვარჯიში ენაცვლება. უკვე ვითამაშეთ ერთი მატჩი "ლეგიასთან". თუ გავითვალისწინებთ ჩვენი დატვირთვების ფონს, რამდენიმე ახალ ფეხბურთელს და მეტოქის სიძლიერეს, ვფიქრობ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ.

მთავარია, რომ დაგეგმილი სამუშაო შევასრულეთ და ეს ყველაფერი ტრავმების გარეშე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა სპარინგი
სერიოზულ და ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს. ასე ეტაპობრივად სასურველ ფორმაში შევალთ. ჯერ მხოლოდ სავარაუდო მეტოქეებზე ვფლობთ ინფორმაციას. სუსტი მეტოქე კი დღევანდელ ფეხბურთში და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე არ არსებობს.

ჩვენი მიზანი - ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობაა, მაგრამ არ მინდა აქცენტი მხოლოდ დაპირებებზე გავაკეთო, ამას ჯობია ჩვენი სიძლიერე მინდორზე დავამტკიცოთ. ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება სწორი ტაქტიკითა და ძლიერი ფიზ-მომზადების ხარჯზე წარმატების მიღწევა. ჩვენი მხრივ მომავალს იმედიანად ვუყურებთ.

ვფიქრობ საკამაოდ კარგი ლეგიონერები შეემატა ჩვენს გუნდს და სერიოზული შევსება მივიღეთ. ეს პირველივე თამაშში გამოჩნდა. ცალკე მატია შპიჩიჩი მინდა გამოვყო, რომელთან ერთადაც ბაქოს "ინტერში" მაქვს ნათამაშები. მაღალი დონის ფეხბურთელია და ერთმანეთსაც მშვენივრად ვუგებთ მოედანზე. დანარჩენ ახალწვეულებსაც ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს ჩვენს გუნდთან შეგუება და ადაპტაცია.

"დინამოში" დაბრუნების შემდეგ სასიამოვნოდ გავოცდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულით. გუნდში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა იდეალურად არის. პროფესიანალიზმს ვხედავ არა მხოლოდ მინდორზე, ასევე მის გარეთ. განწყობა კი გუნდში საბრძოლოა. ერთი ოჯახივით ვართ და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. დანარჩენს კი როგორც მანამდე აღვნიშნე - იმედია მინდორზე დავამტკიცებთ", - თქვა ამისულაშვილმა.

- დღეს თბილისის "დინამო" "ლუდოგორეცს" შეხვდება

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ ის ავტოგოლები თუ ითვლება იმედი აღარ მაქვს :D:D:D:
0

სიახლეები პოპულარული