გიორგი გველესიანი: "დინამოს" მწვრთნელის ჩემდამი ანტიპათიის გამო დავშორდი

AutoSharing Option
25 წლის ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანისა და თბილისის "დინამოს" გზები გაიყარა.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის ვადა ამოიწურა. "დინამომ" ხელშეკრულების გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩათვალა.

ფეხბურთელმა ამის თაობაზე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა სტატუსი, რომლის მოკლე ამონარიდს აქ გთავაზობთ:

"დღეს "დინამო თბილისთან" კონტრაქტის ვადა დამიმთავრდა. კლუბმა ხელშეკრულების გაგრძელება არ ისურვა. მიზეზად მთავარი მწვრთნელის ჩემდამი ანტიპათია დასახელდა...

გულწრფელი წარმატებები ამ ზაფხულს ევროსარბიელზე და ყოველთვის წინ, "დინამო"!!!

P.S. გაზეთი "ლელო" გიორგი გველესიანთან ინტერვიუს 2 ივნისის ნომერში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი პიროვნულად როგორი ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ფეხბურთელი და ცენტრალური მცველი ბევრ შეცდომებს უშვებდა. ცენტრალური მცველის ერთი შეცდომაც ძალიან ჩანს და თამაშის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს. მარტო გაბალასთან თამაშს არ ვგულისხმობ. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში
lado
17:17 01-06-2016
2
გველესინი ამისულაშვილსაც სჯობს და რენესაც!!!
blaugrana
16:37 01-06-2016
1

სიახლეები პოპულარული