ზუგდიდი-კოლხეთის (ხ) მატჩს ტელეკომპანია "რიონი" გააშუქებს

AutoSharing Option
29 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-ოფი გაიმართება - უმაღლეს ლიგაში მე-14 ადგილზე გასული "ზუგდიდი" პირველი ლიგის მესამეადგილოსან ხობის "კოლხეთს" შეხვდება.

მატჩს ფოთის "პარკი არენა" უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "რიონი" განახორციელებს.

სფფ-ის პრესსამსახური