სავარაუდო ტრანსფერი: ესპანელი მცველი თბილისის "დინამოში"?

AutoSharing Option
26 წლის ესპანელი მარცხენა მცველი კევინ მარტინ გარსია მარტინესი, შესაძლოა, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდეს.

ფეხბურთელი ამჟამად ბერძნული სუპერლიგის ბინადარ "პანეტოლიკოსის" (ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა) ღირსებას იცავს.

თითქოს, კლუბმა და მოთამაშემ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს, მაგრამ უკანასკნელ წამს ბერძნებმა მას 20 პროცენტით შეუმცირეს ხელფასი და მარტინესმაც "პანეტოლიკოსის" დატოვება გადაწყვიტა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ესპანელის გადაბირება, "დინამოს" გარდა, აზერბაიჯანულ "ყარაბაღსაც" სურს.

მარტინესი "მალიორკას" აღზრდილია. 2010-14 წლებში მან ამ გუნდის შემადგენლობაში 56 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"