ხობის "კოლხეთი" "ზუგდიდთან" სათამაშოდ აუცილებლად გავა

AutoSharing Option
ხობის "კოლხეთის" დირექტორის, კობა კობახიძის თქმით, 29 მაისს გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის გადათამაშების შეხვედრას "ზუგდიდის" წინააღმდეგ აუცილებლად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მე-14 ადგილზე გასულ "ზუგდიდს" გადათამაშება მოუწევს პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან. მარცხის შემთხვევაში, ზუგდიდელები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, მაგრამ თუ "კოლხეთმა" მოიგო თამაში, ის უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის არქონის გამო ვერ გადმოვა, უმაღლესში კი 13 გუნდი დარჩება.

ულიცენზიოდ დარჩენილმა "ლიახვმა" და "ვიტ ჯორჯიამ" სარჩელები ტრიბუნალში შეიტანეს და პასუხებს ელიან.

ჩვენი ინფორმაციით, ტრიბუნალი საბოლოო გადაწყვეტილებას 31 მაისს მიიღებს, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაცია
ახალი ჩემპიონატის ფორმატს წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საფეხბურთო გუნდი ხობის „კოლხეთი“ დაარსდა 1936 77 წლის წინ. ის ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე, ასევე 1990 წელს ის თამაშობდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ხობის გუნდს ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ყავს აღზრდილი ესენი არიან: აქ აღზრდილ მრავალ ფეხბურთელს დაუცავს თბილისის დინამოსა და საქ. ნაკრების ღირსება, ესენი არიან: დემურ ვეკუა, ავთანდილ ქანთარაია, ენუქი თევზაძე, ზურაბ აიანადი, ლევან გვაზავა, ლადო ახალაია, ედიკ საჯაია, ირაკლი სახურია და სხვები.
დიმიტრი
13:42 27-05-2016
0
ხობის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში ნამდვილად იმსახურებს თამაშს,ვინაიდან ის იქიდან არც არასდროს გამოვარდნილა, მას ხომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია უმაღლესი ჯგუფის დატოვება, ძმათამკვლელი ომის დროს, მაშინ როცა ხობი საომარ პოლიგონად იყო გადაქცეული და კლუბის ბაზაც მაშინ გაპარტახდა და გავერანდა....
ლადო
11:31 26-05-2016
0

სიახლეები პოპულარული