კურიე, საბო, პაპუნაშვილი... თბილისის "დინამოს" პოტენციური ახალწვეულები

AutoSharing Option
ივლისში თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და რა გასაკვირია, რომ კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი სეზონის დასრულების შემდეგ, ალბათ, მალევე გამოაცხადებს პირველ ტრანსფერს...

ჩვენი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან კლუბის ღირსებას დაიცავს 28 წლის მარტინიკელი ნახევარმცველი მატიას კურიე. გეცოდინებათ, ადრე მარტინიკა საფრანგეთის კოლონია იყო, ახლა კი დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობს.

კურიემ საფეხბურთო განათლება საფრანგეთში მიიღო. თამაშობდა "ნანტის" დუბლშემადგენლობასა და "გენიონში". ამის შემდეგ ესპანეთში გადაბარგდა, სადაც "ორუელაში", "გოლდენ ლაიონსსა" და "ურაკანში" აგორებდა ბურთს.

ორი
სეზონია, ის ბულგარული "ჩერნო მორესთვის" ირჯება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა - ზღვისპირელთა შემადგენლობაში 54 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამას გარდა, კურიემ "ჩერნო მორეს" რიგებში მოიგო ბულგარეთის თასი და სუპერთასი. მარტინიკის ნაკრებში 6 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

"დინამოს" მეორე პოტენციური ახალწვეულია სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ერიკ საბოა. მას იურაი იარაბეკი კარგად იცნობს. სწორედ ის იყო საბოს მწვრთნელი ტრნავას "სპარტაკში", რომელმაც ევროთასიდან "ზესტაფონი" გამოთიშა. ვისაც ის მატჩები ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ საბო ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო.

ახლა საქმე ასეა - თავად ფეხბურთელი საქართველოში თამაშის წინააღმდეგი არ არის. ბოლო დროს მას ბერძნულ პაოკ-ში სათამაშო პრაქტიკა აკლია. საბო ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. როგორც შევიტყვეთ, "დინამო" პაოკ-ის პასუხს ელის. თუ თბილისელებმა საბო დაიმატეს, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ტრანსფერის შანსი კი 50/50-ზეა.

საბომ სლოვაკეთის ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზეც წავა.

სხვათა შორის, ამ სტრიქონების ავტორმა იარაბეკს ჩამოსვლისთანავე, პირველივე პრესკონფერენციაზე ჰკითხა საბოს შესახებ და მაშინ კითხვის ავტორმა მწვრთნელის თვალებში ამ ფეხბურთელისადმი დიდი ნდობა და პატივისცემა ამოიკითხა.

აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს", დიდი ალბათობით, დაუბრუნდება გიორგი პაპუნაშვილი, ვინც "ვერდერშია" განათხოვრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაწაძე, ოქრიაშვილი, ნავალოვსკი საუკეთესო შენეძენები იქნება დინამოსთვის.
qomagi
13:43 24-05-2016
0
svani მე არ მითქვამს რომ ლიდერია და არც არაფერი გამიზვიადებია, არ ვიცი შეილება მართლაც ლიდერია თავის გუნდში შეილება არც არის, მე ის ვთქვი რომ კლუბის ბომბარდირი გახდა და არაა ეს ცოტა რაც შეიძლება ფეხბურთელმა გუნდისთვის გააკეთოს, ნამდვილად წარმატებული სეზონი ჰქონდა ამ ფეხბურთელს, რაც ვიდეოში ვნახე მომეწონა დინამოს ნამდვილად გამოადგება თუ აქაც ისეთი მონდომებით ითამაშებს, არ ვიცი შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს ეს ფეხბურთელი, რავიცი ზოგს მესი მოწონს ზოგს რონალდო :D
Akaki
11:56 24-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული