საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ ხობის "კოლხეთსა" და ქედის "ბეთლემს" შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 32-ე ტურის მატჩის ვიდეოჩანაწერს, რომელიც სფფ-მ მოგვაწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, დღეს ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დაირღვა სპორტული სამართლიანობის წესი. "ბეთლემის" მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოისახა ავტოგოლში, ბრძოლაზე თავის არიდებასა და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

- ლევან კობიაშვილმა ჩემპიონატის მატჩში მანიპულაციები გამოავლინა

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1. ქედის "ბეთლები" რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

2. გუნდს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

3. ფეხბურთელებს: ლევან ბეთქაშევს, კარენ მაკარიანს,
თეიმურაზ ხარებავას და არჩილ ბაჯელიძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

4. მწვრთნელ-ასისტენტს, რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.
ასევე დაგაინტერესებთ