გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები

AutoSharing Option
ლანჩხუთელებმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამე 0:0 ითამაშეს - წელს ვიქტორ დემიდოვის შეგირდებს საკუთარ მოედანზე ჯერ არ გაუშვიათ, თუმცა არც გაუტანიათ...

მატჩის საწყისი და ბოლო ისეთი იყო, შეიძლება ითქვას, "გურია" წაგებასაც კი გადაურჩა - მარტვილელებს ორი ისეთი შანსი მიეცათ, მსგავსი ამ შეხვედრაში მეტი რომ არ ყოფილა.

თამაში ახალი დაწყებული იყო და გურულებმა თავიანთ დებიუტანტ სერბ მეკარეს უხეიროდ დაუბრუნეს ბურთი - ალექსანდრ იოვანოვიჩმა სტუმარ შემტევებს კი შეუშალა ხელი, მაგრამ მარტვილელებმა საგოლე ხიფათის გაცუდება თავიანთ თავს უნდა დააბრალონ: ბესიკ ჩიმაკაძემ ბოლოს კი დაარტყა,
მაგრამ "გურიის" მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს.

მერე უღიმღამო თამაში წავიდა, რომელიც საგოლე ხიფათამდე არა და არ მიდიოდა. თანდათან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ - "მერანს" ეტყობოდა, ფრეზეც ყაბულს იყო. "გურიის" რუსმა თავკაცმა ლეგიონერთა რაოდენობა რვამდე გაზარდა და თამაშში პანამელი ჯამალ როდრიგესი და კიდევ ერთი დებიუტანტი - ბურკინაფასოელი კაბორე პატერსონი ჩართო, თუმცა რამდენიმე შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთვლით, სტუმართა კართან საინტერესო სხვა არაფერი მომხდარა.

ბოლოსკენ, ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, ნიკა საბანაძე ურტყამდა კარგი პოზიციიდან, მაგრამ ბურთს გურულთა სერბი მეკარე გადაეღობა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
19.03. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-მერანი 0:0
გურია: იოვანოვიჩი, გელაშვილი (55. პატერსონი), ნუნიესი, ზოზულია, ჩადუნელი, ბენეტი, ი. კვეკვესკირი, მოროზენკო,
კილაძე (88. გამყრელიძე), ალავერდაშვილი (65. როდრიგესი), ჟუნიორი.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, შტანდერი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მერანი: მამალაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გიორგაძე, გეგია, ტეიდი, წყაროზია, ხაბელაშვილი, ჩიმაკაძე (90. ი. ციცხვაია), საბანაძე, შ. ჯიქია (81. ზ. გოგუაძე).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, კენჩხაძე, უგულავა, აშორტია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ნუნიესი (40), ჯიქია (54), ტეიდი (56), ბენეტი (82)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XXII ტური
1-ლი აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა

2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული