უმაღლესი ლიგა. XX ტური: პაბლო მარტინიმ დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა

AutoSharing Option
დღეს 13 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ერთის გარდა ყველა შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს. მარტვილის "მერანისა" და "სამტრედიას" შორის შეხვედრა კი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:3 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ "სამტრედიამ" 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. იგივე რაოდენობის ქულები აქვს გორის "დილასაც".

"საბურთალომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეორე წრეში დაუმარცხებელი "გურია" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინისთვის სადებიუტო იყო.

რაც შეეხება დანარჩენს მატჩებს, "საპოვნელამ"
"შუქურა" 2:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით აჯობა "კოლხეთმა" "ტორპედოს" და მსგავსი ანგარიში დაფიქსირდა ბათუმის "დინამოსა" და "ცხინვალს" შორის შეხვედრაშიც ბათუმელების სასარგებლოდ.

საპოვნელა-შუქურა 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ნარიმანიძე (4), 2:0 გიორგი ბუხაიძე (82).

მერანი-სამტრედია 2:3
გოლები: 1:0 შოთა ჯიქია (75), 1:1 დავით რაჟამაშვილი (77), 1:2, 2:3 ირაკლი სიხარულიძე (84, 90), 2:2 

კოლხეთი-ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ნიქაბაძე (47), 2:0 დათა სიჭინავა (75)

საბურთალო-გურია 4:2
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (44), 2:0 ხარაიშვილი (47, პენ), 2:1 ზაზულია (63), 3:1 ხარაიშვილი (66), 4:1 ხორხელი (81), 4:2 მოროზენკო (90).

დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0
გოლი: 1:0 ნიკოლა კომაზეცი (33), 2:0 გიორგი გაბედავა (84)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძნელი გასარკვევია ფოთმა სად ითამაშა?:D
დ.ნ
19:53 13-03-2016
0
უცნობი როგორაა .ტკვენ სულ გაბერეტ? სტატია მაინც გაიხსენეტ რაც ერტი კრიის ცინ დაცერეტ აკ)))) რაგბის სტადიონზ იტამასჰეს პოტსჰი.მიდი და იკიტხ ე ეხლა ამატი იმპორმაციები)
zidane777
18:22 13-03-2016
0

სიახლეები პოპულარული