საპოვნელა-გურია 0:2 - ფრანგულ-უკრაინული გოლებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩი იმაზე მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თერჯოლელთა რიგებში უხვად მყოფ, ეროვნული პირველობისთვის ცნობად სახეებს გურულებმა ლეგიონერებით "დახუნძლული" შემადგენლობა დაუპირისპირეს.

მატჩის დასაწყისიდან უპირატესობას სწორედ ვიქტორ დემიდოვის "გურია" დაეუფლა და სანამ "საპოვნელას" შემტევები თამაშგარეში ხვდებოდნენ, ჟუნიორმა ორი ხიფათის გაცუდება და გატანაც მოასწრო: მე-15 წუთზე აქტიურმა გიორგი გამყრელიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთის მოსაგერიებლად გიორგი სომხიშვილს მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება დასჭირდა, თუმცა წინ დავარდნილ ბურთზე მცველები ვეღარ შეეშველნენ და საფრანგეთის მოქალაქე კოტდივუარელმა ძელის გავლით ქართული გოლების ანგარიში გახსნა.

მერე
ხიფათები შექმნეს ჯაბა დვალმა და მის თანაგუნდელთა შორის ოთხი ექსგურულიდან ერთმა - ალეკო კოშკაძემ.

უკეთესი შანსები გოლის ავტორსაც მიეცა, მათგან ორი - ბოლო წუთებზე: ჟუნიორმა ერთხელ დარტყმას სიზუსტე ვერ მისცა, მეორედ - ძალა.

ასევე ტაიმის მიწურულს, ფლანგიდან მეკარის ბაქნამდე იოლად მივიდა გიორგი ალავერდაშვილი, რომლის დარტყმა წინა ძელთან ფეხებით მოიგერია თერჯოლელთა მეკარემ, თორემ იქვე დადარაჯებული რომელიმე გურული, დიდი ალბათობით, ინტრიგას პირველ ტაიმშივე მოკლავდა.

თამაშის განახლების შემდეგაც ალავერდაშვილის მიერ უკვე საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მოიგერია სომხიშვილმა.

მალევე, ნომინალური მასპინძლებიდან კვლავ კოშკაძესა და დვალს მიეცათ შანსი - პირველმა ააცილა, ხოლო მეორეს მეკარემ აუღო.

მე-60 წუთზე გამყრელიძემ ჟუნიორს კინაღამ მეორედ გაატანინა - ტანმაღალმა შემტევმა მეკარეს ვერ აჯობა.

მერე "გურიამ" ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა და "საპოვნელამ" უფრო შეუტია. წინა ტურში დაშავებული უკრაინელი მეკარის, ანდრეი პოლტავცევის შემცვლელმა რატი იმერლიშვილმა, ხაზსა თუ გამოსვლებზე, საიმედო თამაშით გამოიჩინა თავი.

გაუვალი გამოდგა სტუმართა უკანა ხაზიც. მათგან გამორჩეულმა ლუკა ნოზაძემ ერთი-ორჯერ ბოლო მომენტში ფეხიდან ააცალა მეტოქეს ბურთი.

ორივე ტაიმში თითოჯერ პენალტს ითხოვდა "საპოვნელა", მაგრამ ორჯერვე იქვე მდგომმა გიორგი ვადაჭკორიამ ეს თხოვნა ყურად არ იღო.

ბოლოსკენ რამდენჯერმე სცადა "გურიამ" მეტოქის კონტრშეტევაზე "დაჭერა" და ერთხელ გამოუვიდა კიდეც - "გურიის" რუსმა დამრიგებელმა შეცვლა გამოიცნო და ვასილ შტანდერმაც თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა - 2:0.

რა თქმა უნდა, ამ შედეგმა ლანჩხუთელები გაახარა: "გურიამ" ახალი ფორმაც კარგად დასცადა და იმედებს ლეგიონერებიც ამართლებენ. შედეგით უკმაყოფილო თერჯოლელი ქომაგები კი პროტესტს მწვავე ფორმებითაც გამოხატავდნენ...

P.S. ამჯერად, "გურიამ" 7 ლეგიონერი ათამაშა, რამდენიმემ კი მატჩს ტრიბუნიდან უყურა. მათგან სერბი მეკარე ალეკსანდარ იოვანოვიჩისა და პანამელი ფორვარდის დებიუტებს მალე უნდა ველოდოთ...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27.02. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-გურია 0:2
გოლები: 0:1 ჟუნიორი (15), 0:2 შტანდერი (90)
საპოვნელა: სომხიშვილი, ჩიკვილაძე, ლ. ჭელიძე (46. ზ. ენდელაძე), ვაჭარაძე (68. ბუხაიძე), ოდიკაძე, შარიქაძე, კოშკაძე, ბოლქვაძე, მიქაბერიძე (46. გ. ტყეშელაშვილი), მაკარიძე, დვალი.
სათადარიგოები: გიორგაძე, ქათამაძე, ნარიმანიძე, ბიბილეიშვილი
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი (80. კილაძე), ბენეტი, ი. კვეკვესკირი, ნუნიესი, ზოზულია, ალავერდაშვილი, გამყრელიძე (87. როდრიგესი), მოროზენკო, ჟუნიორი (64. შტანდერი).
სათადარიგოები: შენგელია, კახელიშვილი
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
გაფრთხილება: ალავერდაშვილი (40), ი. კვეკვესკირი (58)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სტადიონს რას ერჩი დძმა?/
aleo
14:50 29-02-2016
0
ნუ ეხლა მაინც გაიგეტ რომ ბებრების კამანდა არ ვარგა მაგრამ საქარტველოა და რას იზავ
pako
14:10 29-02-2016
0

სიახლეები პოპულარული