უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: თბილისის "დინამომ" "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "საბურთალომ" ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა 24-ე წუთზე გახსნა, აქედან ერთ წუთში კი სხვაობა ორბურთიანი გიორგი ქვილითაიამ გახადა. მეორე ტაიმში ქვილითაიამ დუბლი მიითვალა (მე-60 წუთი) და 15 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი თევზაძემ 62-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ეს "საბურთალოს" ზედიზედ მეორე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გია ჭიაბრიშვილის გუნდი "ჩიხურასთან" 0:5 განადგურდა.

დედაქალაქურ დერბიში გამარჯვებით თბილისის "დინამომ" 49 ქულა დააგროვა და მდევარ გორის "დილასთან" სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. ეს უკანასკნელი ტურის მატჩს მოგვიანებით, საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩაატარებს.

ტურს დღის ბოლოს, "დინამო არენაზე" გასამართი შეხვედრა დაასრულებს, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან.

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
მიხეილ მესხი. სათ.
საბურთალო-დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ჯაბა ჯიღაური (24), 0:2, 0:3 გიორგი ქვილითაია  (25, 60), 0:4 გიორგი თევზაძე (62).

ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-სიონი

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 14:00
საპოვნელა-გურია

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 14:00
დილა-ტორპედო

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ჩიხურა

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00
ზუგდიდი-ცხინვალი

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
კოლხეთი-დინამო (ბთ)

თბილისი. "დინამო არენა". 20:00
ლოკომოტივი-სამტრედია

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის წინათქმა: ვემშვიდობებით არასაფეხბურთო თებერვალს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული