სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
უმაღლესი ლიგა. XVII ტური: "დილამ" და ბათუმის "დინამომ" ქულები გაიყვეს
AutoSharing Option
15:55 23-02-2016
23 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVII ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ქობულეთში გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამომ" და გორის "დილამ" ქულები გაიყვეს. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა ორივეჯერ გორელთა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა. ამ თამაშში, 39-ე წუთზე კი ისეთი გოლი გავიდა, ნებისმიერ ტოპ-ჩემპიონატს დაამშვენებდა. ბათუმელთა საჯარიმოს შემდეგ თეიმურაზ შონიამ "დილას" კარში ეფექტური გოლი "მაკრატელათი" გაიტანა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი კი ივანწმინდაში შედგა, სადაც "ჩიხურამ" "საბურთალო" გაანადგურა - 5:0! საშინაო მატჩები ასევე მოიგეს "ტორპედომ", "სამტრედიამ" და "სიონმა".

ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც "დინამო" დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

უმაღლესი ლიგა. XVII ტური
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-შუქურა 0:0

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-მერანი 1:1
გოლები: 1:0 ლაშა ქოჩლაძე (17), 1:1 ივანე ხაბელაშვილი (19).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-საპოვნელა 3:0
გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (9), 2:0 თეიმურაზ მარკოზაშვილი (28), 3:0 დავით ჯიქია (83).

ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-დილა 2:2
გოლები: 1:0 ნიკოლა კომაზეცი (პენ. 8), 1:1 ოთარ მარცვალაძე (19), 2:1 თეიმურაზ შონია (39), 2:2 ოთარ მარცვალაძე (63).

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
ტორპედო-ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ქიმაძე (35), 2:0 თორნიკე კაპანაძე (90).

ივანწმინდა
ჩიხურა-საბურთალო 5:0
გოლები: 1:0 გიორგი ჭანკოტაძე (2), 2:0 თორნიკე კირკიტაძე (14), 3:0 მიხეილ სარდალიშვილი (პენ. 41), 4:0 გიორგი ჭანკოტაძე (65), 5:0 გიორგი განუგრავა (90).

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-კოლხეთი 3:1
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (27), 2:0 ირაკლი გოგინაშვილი (55), 2:1 გიორგი ნიქაბაძე (73), 3:1 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 90)
გაძევება: კონსტანტინე სეფიაშვილი (კოლხეთი. 90)

თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: გიორგი დიასამიძე, ალექსი ბენაშვილი, ვაჟა ქიქავა (ორივე - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
39: +22=11 -6, 55:22
პირველი წრე 4:1.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.