ლოკომოტივი-მიხალოვცე 1:2 - მარცხი სლოვაკებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 თებერვალს, ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" სლოვაკეთის სუპერლიგის მეათეადგილოსან "მიხალოვცე ზემპლინს" დაუპირისპირდა.

ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ: ალეკო მზევაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ალექსი ბენაშვილმა აქცია - 1:0.

მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება 38-ე წუთზე ასევე პენალტით შეძლო.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სლოვაკებმა "ლოკომოტივის" კარი მეორედ აიღეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს - "მიხალოვცე ზემპლინმა" 2:1 გაიმარჯვა.

ამხანაგური მატჩი
ლოკომოტივი-მიხალოვცე 1:2
"ლოკომოტივი": თევდორაძე (46. მიქავა), ჩიტეიშვილი, ჭანტურია, გეთიაშვილი. გავაშელიშვილი (60. ართმელაძე) დიასამიძე (46. არდაზიშვილი), ქიქავა (68. უბილავა), სულთანიშვილი (46. სამურკასოვი),
მზევაშვილი (56. კიკაბიძე). მახარაძე, ბენაშვილი (46. კიკნაძე)

თბილისელები 14 თებერვალს დანიურ "რანდერს" დაუპირისპირდებიან და ამით ესპანურ შეკრებას დაასრულებენ. 19 თებერვალს კი, 20 საათზე, "ლოკომოტივი" "მიხეილ მესხზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ლოკომოთივის ხელმძღვანელობას. სწორად დაგეგმილი შეკრება და კარგი სპარინგები.
georgian
16:04 12-02-2016
0

სიახლეები პოპულარული