რევოლუცია გრძელდება - ლანჩხუთის "გურია" ევროთასებს უმიზნებს!

AutoSharing Option
გურულებისთვის რევოლუცია უჩვეულო ამბავი არ არის. უცხო ხილი არც სხვა ქართული კლუბებისთვისაა ფეხბურთელთა გუნდურად გაშვება და ახლების ბითუმად მიყვანა. მაგრამ ის, რაც ახლა ლანჩხუთის "გურიაში" ხდება, ნამდვილი საკადრო რევოლუციაა...

ლანჩხუთის "გურიის" თბილისურ შეკრებასა და ახალწვეულებზე "ლელო" უკვე წერდა. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მიზნებზე კლუბის გენერალური დირექტორი გიორგი იმნაიშვილი გველაპარაკა:

- გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა. მათ შორ
ის არიან სინჯებზე მოწვეული უცხოელებიც. სულ 20-მდე ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გუნდს ყველა ვერ მოერგო.

გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექსანიანი რომ ვერ დავტოვეთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, საკმაოდ კარგ დონეზე უთამაშია და მისი დამატება ნამდვილად არ გვაწყენდა... მაგრამ მაისის შემდეგ ვნახოთ...

ამას გარდა, ბახია და წერეთელი იჯარით ოზურგეთის "მერცხალში" გავუშვით.

- თქვენი სატრანსფერო აქტივობა ამით დასრულდა?
- არა, სამ-ოთხ ძლიერ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ. ჩვენი მიზანია, ევროთასებზე გავიდეთ. არ ვიცი, წლეულს ეს მოხერხდება თუ არა, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ამისკენ მივდივართ.

- კლუბის დაფინანსებაზე რას გვეტყვით?
- "გურიას" ამჟამად ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ეხმარება, თუმცა საქმეში გარკვეული მონაწილეობა ჩვენც გვსურს. ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, მაგრამ ამ ყველაფერზე მერე ვიტყვით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც ვერაფერს ვერ ხედავს, ნუ დაინახავთ. რაც ლანჩხუთში ფეხბურთის ირგვლივ კეთდება ყველა რაიონმა უნდა მიბაძოს. გასკდით გულზე და იძახეთ ტრიუკი და მიუკი. ვაი შენს პატრონს.
goCa777
10:45 12-02-2016
0
რა საჭიროა ამდენი სისულელე- უფულოდ(!!!)- ლანჩხუთის ბიუჯეტით(?!) გუნდი არ კეთდება და არც შეიძლება! სამწუხაროდ, არა!!! პ.ს.მომავალ წელზე აღარ ფიქრობთ? არჩევნების მერე, "თუნდაც კისერი გიტეხიათ"? :)))
(ურუშაძის) წინასაარჩევნო მორიგი წარუმატებელი(სამწუხაროდ!) ტრიუკი
14:35 11-02-2016
0

სიახლეები პოპულარული