სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
დინამო (თბ)-ბატე 2:0 - არანაირი შანსი! [VIDEO]
AutoSharing Option
10:03 05-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
4 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი გამართა და ბელორუსის ჩემპიონი ბორისოვოს ბატე 2:0 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში დინამოელები მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლაშა პარუნაშვილმა ლამაზი თავურით აიღო ბელორუსთა კარი. მეორე ტაიმის მე-5
წუთზე კი ბატე-ს მეორე გოლი გაუტანა... საკუთარმა მცველმა, რაც ზაზა ჭელიძის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა.

ამ გოლებამდეც "დინამო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მათე ცინცაძემ ვერ გაიტანა 11-მეტრიანი (მეკარემ აუღო), რომელიც ოთარ კიტეიშვილის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დაინიშნა.

მანამდე გიორგი გურული და ნიკოლოზ გელაშვილი აქტიურობდნენ. გურულის დარტყმული ძელმა მოიგერია. მერე გატანა შეეძლოთ ბაჩანა არაბულსა და იმავე ჭელიძეს, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

მოკლედ, "დინამომ" ჩემპიონთა ლიგას გაშინაურებულ ბატე-ს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

დინამო: ჰრდლიჩკა, რენე ფერეირა (გველესიანი), ამისულაშვილი (კირკიტაძე), ჭელიძე, გურული (კობოური), ცინცაძე (ჟაჟა), პარუნაშვილი (ჭანტურიშვილი), ჯიღაური (არაბული), კიტეიშვილი (ჯანელიძე), ალვარო (ს. ლობჟანიძე), გელაშვილი (ქვილითაია).

იურაი იარაბეკის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს, სერბულ "ვოევოდინასთან" გამართავს.

* * *
თურქულ შეკრებაზეა თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაც, რომელმაც პირველ ამხანაგურ მატჩში "კენედის საფეხბურთო აკადემიის" გუნდს 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი (მე-5 წუთი) 16 წლის ნიკა ნინუამ ტექნიკური დარტყმით შეაგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ოხ ამათი
17:31 05-02-2016
ბბ
ოხ ამათი
17:19 05-02-2016
რას გულისხმობ? ჭ-კლას