სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
იურაი იარაბეკი: თბილისის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს
AutoSharing Option
13:51 27-01-2016
საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელი, სლოვაკი იურაი იარაბეკი ოფიციალურად წარადგინა, რომელთანაც კლუბმა ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.

27 იანვარს, "დინამო არენაზე" მწვრთნელის წარდგენას კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძეც ესწრებოდნენ და ჟურნალისტების კითხვებს თავდაპირველად სწორედ მათ უპასუხეს.

ამის შემდეგ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"ასეთ კლუბში მუშაობაზე უარის თქმა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა "დინამოს" პირობებმა და ასევე, ფეხბურთელებმა იქონიეს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები და მოტივირებულები არიან.

რაც შეეხება კლუბის მიზნებს, ჩვენთვის მისაღები მხოლოდ ჩემპიონობაა. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურე. ყველა თამაშის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ტრნავას "სპარტაკთან" ერთად ევროპის ლიგაზე გავედი, მაგრამ "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოხდეს - კლუბს ყველანაირი პირობა აქვს ევროთასებზე მოსახვედრად.

რაც შეეხება ტრანსფერებს, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა კვალიფიციური ფეხბურთელების ჩამოყვანას შევეცდები" - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "იასლოვსკე ბოჰუნიცეში" დაიწყო, 2013-15 წლებში კი ტრნავის "სპარტაკს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს აქამდე გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
Levani -ს
16:27 27-01-2016
მე ძალიან არ მიყვარს ფიფია, მაგრამ ეხლა რა ჰქნას? ჩაუკაკუნა თავში კობიაშვილმა შენი მწვრთნელი მინდაო უარს ვერ ეტყოდა. ეხლა კობიაშვილის გადაკიდება მარტო ფედერაციის გადაკიდება კი არა, მთელი სპორტის სამინისტროს და თავად ენერგეტიკის სამინისტროს გადაკიდებას ნიშნავს
sssssssss
15:38 27-01-2016
კარგი მწვრთნელი ჩანს და იმედია ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც გაგვიყვანს.

ყველა იყო უკვე, ჩვენს გარდა.

მაგრამ დინამოს მსგავსი დაბალ ბიუჯეტიანი კლუბი მე მგონი ჯერ არასდროს გასულა ლიგაზე.