თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს ოფიციალურად 27 იანვარს წარადგენს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ახალ მთავარ მწვრთნელ, სლოვაკ იურაი იარაბეკს ოფიციალურად "დინამო არენაზე" ხვალ, 27 იანვარს, 13:00 სთ-ზე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს აქამდე გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს.

წარდგენამდე, ჟურნალისტთა კითხვებს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე უპასუხებენ.

53 წლის იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "იასლოვსკე ბოჰუნიცეში" დაიწყო, 2013-15 წლებში კი ტრნავის "სპარტაკს" წვრთნიდა.
ასევე დაგაინტერესებთ