სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს ოფიციალურად 27 იანვარს წარადგენს
AutoSharing Option
13:16 26-01-2016
საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ახალ მთავარ მწვრთნელ, სლოვაკ იურაი იარაბეკს ოფიციალურად "დინამო არენაზე" ხვალ, 27 იანვარს, 13:00 სთ-ზე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს აქამდე გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს.

წარდგენამდე, ჟურნალისტთა კითხვებს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე უპასუხებენ.

53 წლის იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "იასლოვსკე ბოჰუნიცეში" დაიწყო, 2013-15 წლებში კი ტრნავის "სპარტაკს" წვრთნიდა.
georgian
17:04 26-01-2016
ფიფია რა ქენი ეს??
რატომ გაუშვი გეგუჩაძე? ძლივს გუნდის კეთება დაიწყო და ეხლა როგორ შეიძლებოდა მისი გაშვება.
ან ეს საიდან გამოაცხვეთ? არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.
ვინმე ნორმალური მწვრთნელი ვერ ჩამოიყვანეთ?
ამის ჩამოყვანას გერჩივნათ საქართველოშივე გეპოვათ ვინმე. მინიმუმ ამაზე კვალიფიციურ მწვრთნელს იპოვიდით.
წელს როგორი იმედი მქონდა დინამო რომელიმე ჯგუფურს ითამაშებდა.
ყოჩაღ თქვენ..
_svani_
13:38 26-01-2016
ასეთი გამოცდილი სპეციალისტი სად ნახეთ თქვენ?!!"იასლოვსკე ბოჰუნიცეში" აეს კლუბი საერთოდ არ გამიგია და ტრნავა ის არ არის ზესტაფონმა 3:0 რომ მოუგო :დდდ ასეთი პროფესიონალური გუნდიდან როგორ გადმოიყვანეთ