"გურიაში" საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარჯიშობს?

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ერთკვირიან შეკრებას თბილისში გაივლის. როგორც იცით, კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რამდენიმე დღეა, სასელექციო მუშაობას რუსი სპეციალისტი ვიქტორ დემიდოვი ეწევა.

"ლანჩხუთის "გურიაში" აქტიურად მიმდინარეობს სელექციის პროცესი, რის შემდეგაც, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი გულშემატკივარი - ჩვენი მწვრთნელები მოახერხებენ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას, "გურიას" კარგად დაბალანსებულ, ბრძოლისუნარიან გუნდად რომ აქცევს.

უახლოეს დღეებში, როცა სამწვრთნელო შტაბი შერჩევის პირველ ეტაპს დაასრულებს, ოფიციალურად გაცნობებთ ამ სიახლეების შესახებ. გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" წვრთნას რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გადის.

როგორც იცით,
ამჟამად გუნდი ურეკშია შეკრებილი. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ამ ეტაპზე ლეგიონერების ჩამოყვანა, მათი წვრთნა და სხვა ხარჯები, მათ შორის - ურეკში გუნდის შეკრება, მთლიანად ინვესტორის მიერ ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება.

ასევე ინვესტორის მიერ და მისივე ხარჯით, დაგეგმილია ერთკვირიანი შეკრების მოწყობა თბილისში", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურიას" თემა იყო ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებს შორის, რაც ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა:

"მალე გეტყვით, ვინ არის სპონსორი. ყველა ხარჯს ის ფარავს. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა. ამჟამად ჩვენს გუნდში 7 უცხოელი ვარჯიშობს. ერთი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, 19 წლის, რომელიც, მეტად პერსპექტიულია.

ერთი არის კოტ დივუარის ნაკრების მოთამაშე, 2 ნიგერიელია და ორიც უკრაინელი.

ეს სპონსორი დიდი ხვეწნის შემდეგ მოვიდა. თუ დღეს ვეტყვით, რომ წავიდეს, წავა. ვინ არ შევაწუხე, ლამის დავუჩოქე ხალხს, რომ წამოსულიყვნენ. მათ არც ჩვენი ბაზა უნდათ, არც სხვა რამ...

...რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, როცა გუნდი თბილისიდან ჩამოვა, სწორედ ამ ბაზაზე დაბინავდება. უბრალოდ, იქ არის მინდვრის პრობლემა. სპეციალისტი უკვე ჩამოვიყვანეთ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ეს პრობლემა მალე მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეტა ჩვენ გვყავდეს ისეთი გამგებელი როგორც ლანჩხუთს. ეს კაცი ფეხბურთისთვის ბევრ რამეს გიკეთებთ და ნუ იქნებით უმადურები.
ქობულეთი. ნიკა.
14:24 01-02-2016
0
მორიგი ზღაპარი (დანაშაული), რომელსაც ქართული ფეხბურთის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად რომ საქმის კეთება უნდოდეს ვინმეს, სტადიონს (პირველ რიგში მოედნის საფარს) და ბაზას მიხედავდნენ.
P.S. ისე ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრები მაინც გეთქვათ... საფრანგეთზე გამეცინა.
ზურა888
10:33 24-01-2016
0

სიახლეები პოპულარული