სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ოქტომბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
"გურიაში" საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარჯიშობს?
AutoSharing Option
10:03 24-01-2016
ლანჩხუთის "გურია" ერთკვირიან შეკრებას თბილისში გაივლის. როგორც იცით, კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რამდენიმე დღეა, სასელექციო მუშაობას რუსი სპეციალისტი ვიქტორ დემიდოვი ეწევა.

"ლანჩხუთის "გურიაში" აქტიურად მიმდინარეობს სელექციის პროცესი, რის შემდეგაც, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი გულშემატკივარი - ჩვენი მწვრთნელები მოახერხებენ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას, "გურიას" კარგად დაბალანსებულ, ბრძოლისუნარიან გუნდად რომ აქცევს.

უახლოეს დღეებში, როცა სამწვრთნელო შტაბი შერჩევის პირველ ეტაპს დაასრულებს, ოფიციალურად გაცნობებთ ამ სიახლეების შესახებ. გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" წვრთნას რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გადის.

როგორც იცით, ამჟამად გუნდი ურეკშია შეკრებილი. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ამ ეტაპზე ლეგიონერების ჩამოყვანა, მათი წვრთნა და სხვა ხარჯები, მათ შორის - ურეკში გუნდის შეკრება, მთლიანად ინვესტორის მიერ ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება.

ასევე ინვესტორის მიერ და მისივე ხარჯით, დაგეგმილია ერთკვირიანი შეკრების მოწყობა თბილისში", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურიას" თემა იყო ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებს შორის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რაც ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა:

"მალე გეტყვით, ვინ არის სპონსორი. ყველა ხარჯს ის ფარავს. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა. ამჟამად ჩვენს გუნდში 7 უცხოელი ვარჯიშობს. ერთი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, 19 წლის, რომელიც, მეტად პერსპექტიულია.

ერთი არის კოტ დივუარის ნაკრების მოთამაშე, 2 ნიგერიელია და ორიც უკრაინელი.

ეს სპონსორი დიდი ხვეწნის შემდეგ მოვიდა. თუ დღეს ვეტყვით, რომ წავიდეს, წავა. ვინ არ შევაწუხე, ლამის დავუჩოქე ხალხს, რომ წამოსულიყვნენ. მათ არც ჩვენი ბაზა უნდათ, არც სხვა რამ...

...რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, როცა გუნდი თბილისიდან ჩამოვა, სწორედ ამ ბაზაზე დაბინავდება. უბრალოდ, იქ არის მინდვრის პრობლემა. სპეციალისტი უკვე ჩამოვიყვანეთ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ეს პრობლემა მალე მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქობულეთი. ნიკა.
14:24 01-02-2016
ნეტა ჩვენ გვყავდეს ისეთი გამგებელი როგორც ლანჩხუთს. ეს კაცი ფეხბურთისთვის ბევრ რამეს გიკეთებთ და ნუ იქნებით უმადურები.
გური
15:27 29-01-2016
როცა ზოგიერთ კომენტარს გაეცნობი მიხვდები ვისთან გვაქვს საქმე. ამათ ისე აინტერესებს ლანჩხუთის გურიაში რახდება როგორც მე მთვარეზე. ამოძრავებთ მხოლოდ პირადი ინტერესი გამგებეთან. (განაწყენებული ნაცები არიან). 3 წლის განმავლობაში რაც ლანჩხუთში ფეხბურთან დაკავშირეით გაკეთდა ესეთი რამ საპჭოთა კავშირის შემდეგ არ გაკეთებულა. რაიონს დაუბრუნდა ხუთ ჰექტარ ნახევარი მიწა ზღვაზე გრიგოლეთში. აშენდა ახალი საფერბურთო ბაზა. აშენდა თანამედროვე გასახდელები გურიის ცენტრალურ სტადიონზე. სწორედ 2013 წელს ურუშაძის გამგებლობის დროს გადმოვიდა გუნდი უმაღლეს ლიგაში 13 წლის შემდეგ. ამჟამად ლანჩხუთში ფუნქციონირებს ბავშთა საფეხბურთო აიპი სადაც 300 ბაშვი უფასოდ ვაღჯიშობს, ასევე ფუნქციონირებს აიპი სადაც ვარჯიშობენ გოგონები(3 მადგანი უკვე ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული). და უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება ინვესტორს, ესეც დიდი შრომის შედეგია რომ სწორედ ლანჩხუთის გურიაში შემოვიდა სპონსორი რომელიც თანადაფინანსებას გააკეთებს და კლუბს დაეხმარება. ამაში კარგის გარდა სხვა რარი. მაგრამ დაუნახავი ვერ დაინახავს. ვინც ვერ ხედავს ცივი წყალი დალიოს.