ნიკოლოზ გელაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თბილისური გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა "დინამოსთან" 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"პირველად ვარ "დინამოს" ბაზაზე და საკმაოდ კარგი პირობებია იმისთვის, რომ გამოხვიდე, ივარჯიშო, ფეხბურთი ითამაშო.

მთავარი ფაქტორი "დინამოში" გადმოსვლის - ჩემი ამ გუნდში თამაშის დიდი სურვილი იყო. რა თქმა უნდა, დაინტერესება იყო მთავარი მწვრთნელისგან და ხელმძღვანელობისგანაც.

მიზანი ქვეყნის ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება, მაგრამ "დინამო" იმხელა გუნდია, ევროასპარეზზეც უნდა ვაჩვენოთ აუცილებლად შედეგი", -
უთხრა გელაშვილმა "დინამოს" ოფიციალურ საიტს.

გელაშვილი კარიერის მანძილზე "ვიტ ჯორჯიის", "კახეთის", "ზესტაფონის", "ბოხუმის", "ყარაბახის" და "ფლამურტარის" ღირსებას იცავდა, ბოლო კლუბი კი, სადაც 30 წლის ფორვარდმა ითამაშა, კვიპროსული "პაფოსი" გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გელაშვილი დინამოს გააძლიერებს.
bebeto
17:56 20-01-2016
0
მაშინ შენ მითხარი აბა ბოლო 4 წელიწადში რამდენი ახალგაზრდა გაიზარდა დინამოში და რატო წავიდნენ სხვა გუნდებში და რა შედეგი დარჩა დინამო (გარდა ტრანსფერში აღებული კაპიკებისა?) როცა თავად ხემძღვანელობა ამბობს რომ ევროტურნირისთვის მზად არ ვართ და ამ ბავშვების აღზრდას ველოდებითო,ეგ უკვე გულშემატკივარის უპატივცემულობაა.გაიზარდა 4 5 კარგი მონაცემების ფეხბურთელი მაგრამ საშუალო დონის გუნდებშიც ვერ მოხვდნენ,და იმიტომ წავიდნენ რომ მეტი ხელფასია იქ.სწორია რომ უნდა გაზარდოს გუნდმა ახალი თაობა მაგრამ მათი სამომავლო შენახვის საშუალება არის? ამიტომ მაინც სხვაგან წავლენ და იქ ითამაშებენ.ერთადერთი გამოსავალი ლეგიონერებშია.როგორც მოხდა ყაზახურ ასტანაში,აზერბაიჯანულ ყარაბახში და გაბალაში და ასე შემდეგ...
qomagi
16:22 20-01-2016
0

სიახლეები პოპულარული