სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
სანაია ბიჭებს ხაჭაპურისგან იცავს - "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს?
AutoSharing Option
11:04 10-01-2016
ფოთის "კოლხეთმა" მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე ცუდად დაიწყო, მაგრამ არც ისე ცუდად დაასრულა. გელა სანაიას დანიშვნამ გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა, მისმა გაწვრთნილებმა რამდენიმე წარმატებული თამაში ჩაატარეს და "კოლხეთი", რომელიც თავიდან აუტსაიდერებში იყო, ახლა 18 ქულით მე-11 ადგილზეა.

კოლხები მეორე წრისთვის მზადებას 10 იანვარს განაახლებენ. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გვითხრა:

"გუნდი ორ ნაწილად არის შეკრებილი. ფოთში ადგილობრივები ვარჯიშობენ, ნაწილიც თბილისში - ვინც სად ცხოვრობს და სადაც უხერხდება. ეს უფრო ფორმის შესანარჩუნებელი დატვირთვებია, რადგან ხაჭაპურისა და საახალწლო სუფრის დამანგრეველი "ძალა" კარგად მოგეხსენებათ.

ფოთში ბიჭები სტადიონზე დარბოდნენ, მაგრამ დიდთოვლობის გამო, ბოლო დღეები საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლეს. თბილისში კი იპოდრომზე ვარჯიშობდნენ. გუნდი ერთად 10 იანვარს შეიკრიბება და ამ დროისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყებად ყველა მზად უნდა იყოს.

რაც შეეხება უცხოეთში მომზადებას, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა იმედია, რომ თურქეთში წასვლას მაინც მოვახერხებთ", - ამბობს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელი საკადრო ცვლილებებზეც გველაპარაკა:

"დანამდვილებით, ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდი დატოვეს ნიკა სიჭინავამ და ალეკო კოშკაძემ. წასვლა სურდა თამაზ ჟიშკარიანს. ჩვენი შემტევი ნახევარმცველი ისრაელის პირველი დივიზიონის კლუბ "ჰაპოელ ბნეი ლოდში" ისინჯებოდა, საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო, დაბრუნება მოუხდა.

ბუნებრივია, რამდენიმე მოთამაშის დამატებაც გვსურს. გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან ითამაშებს ნიჭიერი თავდამსხმელი ცოტნე მესხი. ის ბოლოს ოზურგეთის "მერცხალში" გამოდიოდა. მაგრამ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია. იყო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, თბილისის "ლოკომოტივიდან" ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, სადაც თავის გამოჩენაში ტრავმამ შეუშალა ხელი.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ესხის გარდა, კიდევ ოთხ-ხუთ მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება. მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია".

პირველ წრეში "კოლხეთს" დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ფოთში ფეხბურთის გადასარჩენ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ გულშემატკივრები და გუნდის წევრები. სანაიას თქმით, ბოლო წლებში პირველად, კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა:

"შარშან უმაღლეს ლიგაში ყველაზე გაჭირვებული კლუბი "კოლხეთი" იყო. ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათას ლარს შეადგენდა. ეს იმ დროს, როცა უმაღლეს ლიგაში კლუბებს 3 მილიონამდე აფინანსებენ. ჩვენზე მეტი დაფინანსება პირველი და მეორე ლიგის ზოგიერთ კლუბსაც ჰქონდა... ახლა კი 700 ათასი ლარი დაგვიმტკიცეს.

მაგრამ ამ თანხიდან ჯერ მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და მომსახურე პერსონალის დავალიანება - დაახლობით 300 ათას ლარამდე უნდა გაისტუმრონ... თუმცა, გვპირდებიან, რომ წლის განმავლობაში თანხას კიდევ დაამატებენ და იმედია, წელს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით".

საინტერესო სიახლეა ისიც, რომ კოლხები უმაღლესი ლიგის მატჩების ფოთში გამართვას იმედოვნებენ:

"უცხოეთში გამგზავრება და მომზადება ჩვენი ახირება არ არის. სეზონის წინ კარგი ვარჯიში და საკონტროლო მატჩები ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გარდა ამისა, ახლა ფოთში არ გვაქვს სტადიონი, სადაც მოვემზადებოდით და ვითამაშებდით.

მადლობა მორაგბეებს, რომლებიც ფოთში საკუთარ სტადიონზე ვარჯიშის საშუალებას გვაძლევენ... სხვათა შორის, თუ ისინი ნებას დაგვრთავენ, მაშინ "კოლხეთი" რაგბის სტადიონზე ითამაშებს. ეს არის იდეალური არენა - მშვენიერი ხელოვნურსაფრიანი მოედნით, ტრიბუნები 2 500 მაყურებელს იტევს, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და განათების სისტემაა.

2 წელიწადია, გუნდი ფოთში არ თამაშობს და იმედია, იქ შესვლის ნებას მოგვცემენ. ამ საკითხში დახმარებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შეგვპირდა და იმედია, ფოთში თამაში წლეულს მაინც გვეღირსება. ეს ხარჯებსაც შეგვიმცირებს და, რაც მთავარია, ფოთელ გულშემატკივრებს საყვარელი კლუბის თამაშებზე დასწრების საშუალება მიეცემათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me miyvars rugby
21:06 10-01-2016
qartveli!
გეთანხმები ძმაო მაგრამ არ ჩანს საშველი
kolxi
20:59 10-01-2016
მიდით ბიჭებო,,, რაგბსაც უშველით აუცილებლად.