რა ცვლილებები მოხდება თბილისის "დინამოში" - ინტერვიუ კლუბის დირექტორთან

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ხუციშვილი და რომან ფიფია
თბილისის "დინამოს" დირექტორი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "დინამო" სულ მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. გარდა ამისა, საინტერესოა, რა ცვლილებები მოხდება გუნდში...

- როდის დაიწყებს "დინამო" მზადებას ახალი სეზონისათვის?
- 9 იანვარს შევიკრიბებით და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე წავალთ. მეტოქეთა ვინაობა ჯერაც დგინდება და არ მინდა, ვიჩქარო. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს. ერთ
-ერთია ბელორუსის ბატე. დავბინავდებით ბელეკში, სასტუმრო "სუსესიში".

- როდის გაცხადდება "დინამოს" ახალწვეულთა ვინაობა?
- მას შემდეგ, რაც გაიცხრილება უამრავი კანდიდატურა და არჩევანს გააკეთებს მთავარი მწვრთნელი. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, ყველა კანდიდატურას განხილვა სჭირდება. როგორც გითხარით, საბოლოო ვერდიქტს მთავარი მწვრთნელი გამოიტანს.

- "დინამო", ალბათ, მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას...
- რა თქმა უნდა! შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი. 9 იანვარს რომ შევიკრიბებით, უფრო მეტი გვეცოდინება წამსვლელ-დამრჩენებზე.

- ლეგიონერები რჩებიან "დინამოში"?
- კი, ლიბორ ჰრდლიჩკა და რენე ფერეირა თბილისის "დინამოში" რჩებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- საინტერესოა, "დინამოს" პოტენციურ ახალწვეულთა შორის გამოცდილი, მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები თუ იქნებიან?
- აქცენტს სწორედ გამოცდილ, ბევრის მნახველ კადრებზე გავაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხარისხის ვარსკვლავები იქნებიან, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ვგულისხმობ - ისეთებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან გუნდს. გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. თუნდაც ალექსანდრე იაშვილის მაგალითი ცხადყოფს ამას.

- აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებზე.

- ამბობენ, "დინამოს" მოჰამედ ბანგურას კანდიდატურა შესთავაზესო. მას ადრე "სელტიკში" უთამაშია...
- უკვე გითხარით, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა შემოგვთავაზეს. არჩევანს გააკეთებს მწვრთნელი, იმ პოზიციების მიხედვით, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბანგურას, პირადად მე არაფერი ვიცი ამ კანდიდატურის თაობაზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს კომენატრები ერტმა ადამიანმა დაწერა გამიზნუალდ, ამდენი დაუნახავო საიდან მოდის!! მერიამ თავის საქმეს მიხედოს!!! სისულეებს ნუ წერთ
tbiliseli
11:43 25-12-2015
0
ფიფიას რას ერჩით ვაბშე. ვირო მადლიო რა. ამ კაცმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დინამოსთვის პროსტა დანახვა უნდა მაგას. უმადურები ნუხართ. რაც შეუძლია ადაიანს დებს კლუბში და ბიძინას რაც შეეხება, მაგას ფულის დახარჯვა რო უნდოდეს ჩიხურა ყავს იქვე მარა ვხედავთ სადაც არი ჩიხურა.
Dato
02:46 25-12-2015
0

სიახლეები პოპულარული