"დარეკეს, ერთ-ერთ ტოტალიზატორში თქვენს წაგებაზე დიდი ფსონია და იქნებ წააგოთო"

AutoSharing Option
გარიგებასთან დაკავშირებული ეჭვის გამო 29 ნოემბერს გასამართი საქართველოს პირველი ლიგის მატჩი ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის გადაიდო. ფაქტთან დაკავშირებით ხობში თვით სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩავიდა... ამ უკანასკნელის თქმით, დაწყებულია გამოძიება.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, Sportall.ge ცხინვალის "ლიახვის" მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა:

- ამ ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას კობიაშვილი აპირებს. თუ მან დეტალებზე არ ილაპარაკა, შემდეგ შემეხმიანეთ...

- თქვენამდე "კოლხეთის"
დირექტორს ვესაუბრეთ, ვინც გვაცნობა, რომ უცნობ პირს თანხა თქვენი ფეხბურთელისთვის შეუთავაზებია...

- ჩვენ "კოლხეთს" არაფერში ვდებთ ბრალს. უცხო პირმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელს მართლაც დაურეკა, ერთ-ერთ ტოტალიზატორში თქვენს წაგებაზე დიდი ფსონია და იქნებ წააგოთო. შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სწორედ ეს ზარი იქცა.
ასევე დაგაინტერესებთ