უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "დილამ" "საბურთალოს" კაცნაკლულმა აჯობა

AutoSharing Option
29 ნოემბერს უმაღლესი ლიგის XIII ტურის ბოლო დარჩენილი შეხვედრა გაიმართა.

"საბურთალომ" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშთ 1:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "დილამ" მეტოქის დამარცხება კაცნაკლულმა შეძლო. 33-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი ალექსანდრე კვახაძემ მიიღო. ამის მიუხედავად "დილამ" მეტოქეს 3 გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჯაბა დვალი და თავი გოლით გამოიჩინა.

თბილისი, "ბენდელა"
საბურთალო-დილა 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ისლამ მამუკოვი (45), 0:2 გოგიტა გოგუა (56), 0:3 გიორგი ნავალოვსკი (71), 1:3 ჯაბა დვალი (75)
გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (დილა
33)

28 ნოემბერი

გურია-დინამო (თბ) 2:0
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (70), 0:2 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (საკ.კარში 87).

სიონი-ჩიხურა 4:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (70), 2:0 ვარლამ კილასონია (75), 3:0 ლუკა რაზმაძე (77), 4:0 ოთარ კობახიძე (90).

მერანი-ზუგდიდი 0:0

სამტრედია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჯიქია (68).

საპოვნელა-ტორპედო 1:5
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (14), 0:2 თენგიზ ბრეგაძე (16), 1:2 გიორგი ბუხაიძე (19), 1:3 ლაშა შინდაგორიძე (პენ, 25), 1:4 ლაშა შინდაგორიძე (30), 1:5 დათა სიჭინავა (65).

შუქურა-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (26), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (32), 2:1 ნიკა კაჭარავა (35), 2:2 გიორგი ივანიშვილი (72).

27 ნოემბერი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 დემურ ჩიხლაძე (18), 1:1 გელა გოგიტიძე (62).
მკითხველის კომენტარები / 8 /
მერაბის სრულად ვეთანხმები, ეს დინამომ ერთხელ უკვე გააკეთა, მოდებაძე რომ წაიყვანა დინამოში და საერთოდ რომ არ ათამაშა, მაშინ დილას ჩაძირვა უნდოდათ, უეფაზე რომ არ წასულიყო და მიზანსაც მიაღწია, რუსთავს საკუთარ მოედანზე რომ მისცა თამაში.
vaxo
12:46 30-11-2015
0
დინამომ წააგო თუ მოიგო? იქნებ გაასწოროთ.
ნიკა
12:46 30-11-2015
0

სიახლეები პოპულარული