უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "სიონმა" ბოლნისში "ჩიხურა" დაცხრილა

AutoSharing Option
28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის ექვსი მატჩი გაიმართა. დღის ბოლო შეხვედრა ბოლნისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "სიონმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

რაც შეეხება თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 70-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა. 75-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ გაიტანა, კიდევ ორ წუთში კი თავი ლუკა რაზმაძემაც გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ოთარ კობახიძემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ბოლნისელებმა 29 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. ლიდერი თბილისის
"დინამოა" 34 ქულით, მესამე ადგილზე გორის "დილაა" 28 ქულით, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს.

ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც "საბურთალო" "დილას" უმასპინძლებს, კვირას შედგება.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28 ნოემბერი
გურია-დინამო (თბ) 2:0
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (70), 0:2 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (საკ.კარში 87).

სიონი-ჩიხურა 4:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (70), 2:0 ვარლამ კილასონია (75), 3:0 ლუკა რაზმაძე (77), 4:0 ოთარ კობახიძე (90).

მერანი-ზუგდიდი 0:0

სამტრედია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჯიქია (68).

საპოვნელა-ტორპედო 1:5
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (14), 0:2 თენგიზ ბრეგაძე (16), 1:2 გიორგი ბუხაიძე (19), 1:3 ლაშა შინდაგორიძე (პენ, 25), 1:4 ლაშა შინდაგორიძე (30), 1:5 დათა სიჭინავა (65).

შუქურა-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (26), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (32), 2:1 ნიკა კაჭარავა (35), 2:2 გიორგი ივანიშვილი (72).

27 ნოემბერი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 დემურ ჩიხლაძე (18), 1:1 გელა გოგიტიძე (62).

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მოიგო
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისში ქულა მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული