თბილისის "დინამოს" დირექტორად მიხეილ ხუციშვილი დაინიშნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებების შედეგად, კლუბის დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დინამომდე იგი პრეზიდენტის მრჩევლად სერბულ "ვოივოდინაში" მუშაობდა, შემდეგ იკავებდა გენერალური დირექტორის პოსტს გორის "დილაში" და ბოლო 4 სეზონი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

მიხეილ ხუციშვილი "დინამოს" რიგებში 1997-98, 1999-00 და 2006-08 წლებში თამაშობდა, ხოლო 2007-08 წლებში გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი.

"დინამოს" ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული და საქმიანობას ფეხბურთის ფედერაციაში განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზესტაფონი ყველამ მიატოვა უვადოდ, არავინ ამბობს კონკრეტულად (არც ფედერაცია, არც პრეზიდენტი, არც ადგილობრივი ხელისუფლება) როდის გამოჩნდება კიდე ჰორიზონტზე და რა ქნას ამ კაცმა?.. დროებით პენსიაზე გავიდეს და ვინმე კომპენსაციას დაუნიშნავს რომ შიმშილით არ მოკდეს?....
irakli apkhaidze
13:04 27-11-2015
0
გილოცავ ხუცო. ქვადი გნი იმესჰე
0

სიახლეები პოპულარული