უმაღლესი ლიგა. VIII ტური: "საბურთალოს" გოშთელიანმა მოაგებინა

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მე-60 წუთზე ნოდარ იაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 82-ე წუთზე თერჯოლელებმა გათანაბრება მოახერხეს - თავი გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა. საბურთალოელებს გამარჯვება და სამი ქულა 90-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა მოუტანა.

ამ გამარჯვებით "საბურთალომ" 13 ქულას მოუყარა თავი და დროებით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. "საპოვნელა" კი, რომლის აქტივში 5 ქულაა, მე-12-ეა.

ტურის დანარჩენი
შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება. დღეს გახდა ცნობილი, რომ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" გუნდის დირექტორის მალხაზ (ჯონი) მალანიას გარდაცვალების გამო, ზუგდიდი-სიონის მატჩი გადაიდო.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: "ქართული კლასიკოს" სურნელით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული