უმაღლესი ლიგა III ტური: "ბათუმის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს უმაღლესი ლიგის III ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის "დინამომ" ქობულეთში უმასპინძლა ფოთის "კოლხეთს. ანგარიში მე-5 წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, ხოლო 34-ე წუთამდე ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა გიორგი ბერიაშვილმა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა - 2:0.

ბათუმელებმა 3 ტურში 7 ქულა მოაგროვეს, ფოთელებს კი ჯერ ქულა არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით მოუგო "საბურთალოს" - 4:0.

დინამო ბ.-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 გაბედავა (5), 2:0 ბერიაშვილი (34)

სიონი-შუქურა 2:0
ჩიხურა-მერანი 3:0
გურია-საპოვნელა 3:0
სამტრედია-ლოკომოტივი 3:2
ცხინვალი-ზუგდიდი
5:1

ტორპედო-დილა 20:00