სამტრედია-ზირე 3:1 - გამარჯვება აზერბაიჯანელებთან

AutoSharing Option
"სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა აზერბაიჯანულ "ზირესთან" გამართა. ეს გუნდი თავისი ქვეყნის პრემიერლიგაში წლეულს აღზევდა.

გია ცეცაძის გაწვრთნილებმა 3:1 მოიგეს. თავი გიორგი დათუნაიშვილმა, ირაკლი სიხარულიძემ (პენალტი) და თემურ მარკოზაშვილმა გამოიჩინეს.

"სამტრედიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი, მთივლიშვილი (46. იოსელიანი), შერგელაშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ენდელაძე (46. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე; შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, ცნობილაძე, შილაკაძე, ახალაძე, კიკაბიძე, ჭეიშვილი, თვალავაძე.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი თამაში ამ ქვეყნის პირველი ლიგის “გოზტეპესთან” 0:1 დათმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული