გია გეგუჩაძე: "დინამოს" გასაძლიერებლად დვალსაც განვიხილავთ და სხვებსაც

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროსარბიელისთვის გაძლიერებას აპირებს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" მოახლოებული ევროსარბიელისთვის გაძლიერდება. ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ აცნობა.

როგორც "დინამოს" თავკაცი განმარტავს, ბევრი ფეხბურთელის კანდიდატურა განიხილება, კონკრეტული გვარების დასახელებისგან კი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

- კიშინიოვის "დაჩიაში" ფინანსური პრობლემებია და ქართველ ფორვარდებს, რომლებიც ამ გუნდის მაისურით ასპარეზობდნენ, გუნდიდან წამოსვლა სურთ. განიხილავთ ჯაბა დვალის კანდიდატურას?
- პირველად მესმის, რომ დვალი "დაჩიადან" მოდის. ორი კვირის წინ ვესაუბრე მას და მითხრა, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე იყო.

- გამორიცხავთ
მის კანდიდატურას?
- გამორიცხული არაფერია. მისი კანდიდატურის განხილვას წინ არაფერი უდგას, ისევე, როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელის.

- ევროსარბიელისთვის გაძლიერებას აპირებთ?
- დიახ, გუნდი გაძლიერდება. როგორც გითხარით, ბევრი მოთამაშის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია. განხილვა იქნება და ვინც საჭირო იქნება, მათ დავიმატებთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სეცახილმა ხე გახმო ბიცებს ზურგი გაუმაგროტ დაკველაპერი კარგატ იკნება
abeli
20:34 31-05-2015
0
კველაპერი კარგატ იკნება
abelikvelaperin
20:32 31-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული