თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას თბილისის "ლოკომოტივი" დაუბრუნდა, რომელმაც ელიტაში გადასასველ პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსთავის "მეტალურგი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შესაბამისად, რუსთავური კლუბი 2015/16 წლების სეზონს პირველ ლიგაში გაატარებს.

27 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე, გიორგი ნარიმანიძის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა სხვაობა ორბურთიანი პირველ ტაიმშივე გახადეს - 29-ე წუთზე თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა.

შესვენების შემდეგ დუბლი გიორგი გაგნიძემ შეასრულა, რომელმაც "მეტალურგის" კარი 49-ე და 53-ე წუთებზე აიღო, რასაც 71-ზე დემურ ჩიხლაძის
გოლი მოჰყვა - საბოლოოდ 5:0 "ლოკომოტივის" სასარგებლოდ.

თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში 1997 წლიდან მოყოლებული, 13 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა, 2009/10 წლების სეზონის შედეგების მიხედვით კი, პირველ ლიგაში დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონისთვის უმაღლესი ლიგის საგზურები მანამდე მოიპოვეს "საბურთალომ" და თერჯოლის "საპოვნელამ", ხოლო პირველ ლიგაში დაქვეითდნენ "ზესტაფონი" და "ვიტ ჯორჯია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული