გია გეგუჩაძემ დინამო-ჩიხურას მატჩი შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საჩხერის "ჩიხურასთან" (3:0) უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა იყო. გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოს" 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

"პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ სეზონის ბოლოა და ყველა გუნდს სურს სეზონის კარგად ჩამთავრება. აქედან გამომდინარე არ გაგვკვირვებია "ჩიხურას" წინააღმდეგობა. სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩვენი სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით აღნიშნა და ამისთვის მათ მადლობა.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. ხარვეზები იყო, მაგრამ ერთი რამ ნათლად ჩანს- გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი", -
განაცხადა გეგუჩაძემ "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტური: ყველაფერი გაირკვა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული