უჩა სოსიაშვილი, როი ჰოჯსონი და მადრიდის "რეალის" პირველი ტიტული

AutoSharing Option
25 წლის მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გორის "დილას" ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუპოვა, მაგრამ UEFA.com-მა აღმოაჩინა, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც 30 წლის შესრულებამდე შეძლო ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის გუნდის გაჩემპიონება და არც ყველაზე ახალგაზრდა...

"ისინი ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად გამოცდილება ამ დონეზე გადამწყვვეტია, მაგრამ ჩემი მაგალითი საპირისპიროს ამტკიცებს", - განაცხადა უჩა სოსიაშვილმა მას მერე, რაც "დილას" ტიტული მოუტანა.

ისტორიიდან ყველაზე შთამბეჭდავი უნგრელი მწვრთნელის, ლიპო ჰერცკას მიღწევაა - მან მადრიდის "რეალს" ისტორიაში პირველი ტიტული მოაგებინა, თანაც ისე, რომ გუნდს არ წაუგია. ეს
1931/32 წლების სეზონში მოხდა, ჰერცკა კი მაშინ მხოლოდ 28 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ მას უკვე გაწვრთნილი ჰყავდა ისეთი გუნდები, როგორიც "რეალ სოსიედადი", "ატლეტიკი" და "სევილიაა".

ერთ დროს თანაგუნდელებმა "მეიდსტონ იუნაიტედში", ბობ ჰავტონმა და როი ჰოჯსონმა შვედურ ფეხბურთში ნამდვილი რევოლუცია მოაწყვეს. ჰავტონმა სამჯერ მოაგებინა "მალმიოს" შვედეთის პირველობა - პირველად, 1974 წელს, როცა ის 26 წლის გახლდათ. 30 წლის ასაკამდე მან ეს კიდევ ორჯერ მოახერხა.

1978/79 წლების ჩემპიონთა თასის ფინალში "მალმიო" 0:1 დამარცხდა "ნოტინგემ ფორესტთან" - "ინგლისელი ბობი" ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, ვისმა გუნდმაც ფინალში ითამაშა - ჰავტონი მაშინ 31 წლის იყო.

ამასობაში "ინგლისელმა როიმ" "ჰალმშტადსი" 1976 წელს, 28 წლის ასაკში ჩაიბარა და იმავე წელს ჩემპიონი გახადა. მართალია, ტიტულის მიღების დროს ჰოჯსონი უკვე 29 წლის გახდა.

უელსში ნაიჯელ ედკისნმა 29-30 წლის ასაკში ორჯერ მოაგებინა "ბანგორ სიტის" ჩემპიონობა. ის გუნდის მთავარი მწვრთნელი და... მეკარე გახლდათ.

ახალგაზრდა, წარმატებული მწვრთნელების ძიებაში ისევ ჩრდილოეთში უნდა გავეშუროთ - ფარერის კუნძულებზე უძველეს კლუბს "ტვიოროირი" ჰქვია, 1977 წელს ამ გუნდმა ჩემპიონობა 22 წლის დანიელის, იონ როდეგაარდის თავკაცობით მოიპოვა, რომელიც ამავე დროს, ფარერის კუნძულების ჩემპიონი გახდა... ჭადრაკში.

როცა 1947 წელს, რიკარდურ ოლსონს ისლანდიის ნაკრებში დაუძახეს, მას ქვეყნის მომავალ სუპერვარსკვლავად მიიჩნევდნენ. ეიდურ გუდიონსენმა მისი რეკორდი (17 გოლი ნაკრებში) მხოლოდ 2007 წელს მოხსნა. თუმცა 22 წლის ასაკში ის "აკრანესში" უკვე მოთამაშე-მწვრთნელის რანგში გვევლინება და მაშინვე მოაგებინა ჩემპიონის ტიტული, შემდეგ კი ეს გუნდმა ხუთჯერ გაიმეორა მომდევნო 8 წელიწადში.

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები, რომელთაც ევროთასები მოიგეს
33 წლის და 213 დღის ანდრეს ვილაშ ბოაში (პორტუ) ევროპალიგა
33 წლის და 308 დღის ჯანლუკა ვიალი (ჩელსი) თასების თასი
34 წლის და 102 დღის სვენ გორან ერიქსონი (გიოტებორგი) უეფას თასი

ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელები, რომელთაც ევროთასები მოიგეს
71 წლის და 213 დღის რაიმონ გუტალსი (მარსელი) ჩემპ. ლიგა
68 წლის და 16 დღის იუპ ჰაინკესი (ბაიერნი) ჩემპ. ლიგა
66 წლის და 142 დღის ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი) ჩემპ. ლიგა

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო
40 წლის და 131 დღის ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა)
მკითხველის კომენტარები / 4 /
კლუბის შეიძლება არა,მაგრამ ნაკრების მწვთნელი აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს.
Zaza
19:01 23-05-2015
0
ბოლოს რაღაც შეცდომაა,2009 წელს (როცა ბარსამ ლიგა მოიგო)გვარდიოლა 38 წლის იყო.
alex
14:12 23-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული