გია გეგუჩაძე: "დინამოს" მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება

AutoSharing Option
20 მაისს თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდა კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია. ჯერ ფიფიამ ისაუბრა "დინამოს" მიმდინარე ამბებზე, მერე კი სიტყვა გეგუჩაძემ აიღო...


- მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის! მადლობა "დინამოს" გულშემატკივრებს! მე ვიცი, რომ ისინი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. მადლობა ჟურნალისტებს! - თქვენ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სამწვრთნელო შტაბსაც, ვინც ჩემამდე იმუშავა გუნდში. შესაძლოა, შედეგი არ იყო იდეალური და ამის გამო მოხდა
გუნდში სამწვრთნელო შტაბის შეცვლა, მაგრამ "დინამოში" დაგვხვდნენ ის ახალგაზრდები, ის ბაზისი, რომელზეც უნდა აშენდეს გუნდი. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ის სამწვრთნელო შტაბი, რომელიც "დინამოს" გაწვრთნაში დამეხმარება - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი იქნება, მეკარეებს კი დავით ჯანელიძე გაწვრთნის.

- რა იქნება "დინამოს" მიზანი? ალბათ, გუნდში ლეგიონერები აღარ იქნებიან...
- მეორე კითხვით დავიწყებ. ლეგიონერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამის ნათელი მაგალითია რენე ფერეირა. "ზესტაფონში" რომ დავბრუნდი, იქ რამდენიმე ლეგიონერი დამხვდა. რამდენიმეს გუნდის დატოვება მოუხდა, რენე კი დავტოვეთ. ხდება ფეხბურთელის შეფასება და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ლეგიონერი ადგილობრივზე მაღალანაზღაურებადია. ის ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს აქაურ კადრზე. ჩემი პოზიცია ასეთია.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ პროგრესს მიაღწიონ როგორც ცალკეულმა ფეხბურთელებმა, ისე მთლიანად გუნდმა. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგება, ევროპულ ასპარეზზე მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლა. ამ ეტაპზე, ქართულ ფეხბურთში რთული ვითარებაა.

დაამატეთ ამას ისიც, რომ ევროტურნირებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. მინდა, რეალური მიზნები დავისახოთ და არ ვიფრინოთ ცაში. თქვენ, ალბათ, ჯერ არ გინახავთ ასეთი მოკრძალებული გეგუჩაძე, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა. ევროპალიგის პირველი მატჩი 2 ივლისს გვიწევს.

- თქვენს კარიერას ასე დაებედა - ახალ გუნდს ლამის მუდამ პრინციპული მატჩის წინ იბარებთ ხოლმე. ამჯერადაც ასეა...
- მართალია. იმ პრინციპულ მატჩებში ზოგი მოვიგეთ, ზოგი წავაგეთ...

- რას ფიქრობთ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე?
- ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამბობენ, საქართველოს პირველობა ახლა უფრო დაძაბულიაო. დაძაბულობა ხარისხს არ განაპირობებს. ჩემპიონატი ჩავატარეთ იმიტომ, რომ უნდა ჩაგვეტარებინა.

- გუნდის ბოლოდროინდელი ჩავარდნა იმის ბრალი ხომ არ არის, რომ "დინამოში" ზედმეტად ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ?
- მოდით, ამ თემას დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატი და თასის ფინალი დასრულდება.

- გაძლიერდება თუ არა "დინამო"?
- მე მაინც გვერდიდან ვუყურებდი "დინამოს" თამაშს. ნებისმიერი გუნდისთვის სასურველია გაძლიერება. გარედან ჩანდა, რომ არის რგოლები, სადაც საჭიროა გაძლიერება, მაგრამ ამას ჯერ სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ევროზე როდესმე რამე ხ დივიზიონში მაინც დაგვანახეთ რა ეს საამაყო დინამო
გიო
22:28 21-05-2015
0
Walkabout

მართალი ბრძანებით, 1 კი არა 3 თავით მაღლა უნდა იდგეს, უნდ აიყო ლიდერი,ამყოლი,მებრძოლ და სამაგალითო


გეგუჩაძეს კი მოუწევს გაისამდე მოცდა თასისა და ჩემპიონობისათვის
ჯარჯი21
14:14 21-05-2015
0

სიახლეები პოპულარული