უმაღლეს ლიგაში "საბურთალო" და "საპოვნელა" ითამაშებენ

AutoSharing Option
ფოტოზე: სკ "საბურთალო"
23 აპრილს, ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე წყალტუბოს "სამგურალმა" პირველი ლიგის A ჯგუფის ლიდერ "საბურთალოს" უმასპინძლა. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა 1:0 მოიგეს და გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე უმაღლესი ლიგის საგზური გაინაღდეს.

პირველად კი, უმაღლესი ლიგის საგზური B ჯგუფის ლიდერმა თერჯოლის "საპოვნელამ" ხობში, ადგილობრივი "კოლხეთის" დამარცხებით მოიპოვა.

"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებით გახარებულია:

"საქართველოს უმაღლეს ლიგაში პირველად გადავიდა გუნდი, სადაც მოთამაშეთა 99 პროცენტი მისივე გაზრდილია. თანაც, ეს ბავშვები 17-18 წლისანი არიან და ელიტლიგიდან ერთად მოდიან.

ეს წარმატება ყველას გვახარებს.
რაც მთავარია, ჩვენ გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით ბევრის მიღწევა შეიძლებოდა და ასეც მოხდა: წარმატებას ყოველგვარი ინტრიგისა და მანიპულაციის გარეშე მივაღწიეთ და ერთ ლაქასაც ვერავინ მოგვიძებნის.

რაც მთავარია, ამ გამარჯვებას ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნას ვუძღვნით, რომელმაც "საბურთალოს" ისტორია იოსებიძის ქუჩაზე მდებარე პატარა მინი-ფეხბურთის სტადიონიდან დაიწყო და აგერ, ახლა უკვე უმაღლესში ვართ.

Sportall.Geისევე მოხდა, როგორც ჩემს შემთხვევაში - საავტომობილო ბიზნესი ძველი "03"-ით დავიწყე და დღეს მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელი ვარ.

მე მგონია, რომ სასწაული ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება", - ამბობს "საბურთალოს" პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელიცაა.

ის დარწმუნებულია, რომ "საბურთალოს" დიდი მომავალი აქვს, ოღონდ განვითარება სჭირდება:

"იმედია, ეს "საბურთალოს" ბოლო წარმატება არ იქნება. ამ ბიჭებს წინსვლა და განვითარება სჭირდებათ, რადგან ისინი არიან ქართული ფეხბურთის მომავალი.

თუ იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ფეხბურთის ფედერაციიდან კი - შესაბამისი ზომები, ეს ერთჯერადი პრეცედენტი არ იქნება და მსგავს პროექტს სხვებიც არანაკლები წარმატებით განახორციელებენ.

ვიცით, რომ ბევრი გულშემატკივარი გვყავს საზოგადოებაში და მადლობა ყველას, ვინც ჩვენი წარმატება გაიზიარა - გულშემატკივარი იქნება ის, სპორტის სამინისტროს თანამშრომელი თუ ფეხბურთის ფედერაციის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყვავილია და იმერეთში ეძახიან ,,საპოვნელას"
irakli apkhaidze
23:25 24-04-2015
0
გილოცავთ და ახალ-ახალ გამარჯვებებს გისურვებთ!
მანჩო
14:07 24-04-2015
0

სიახლეები პოპულარული