"აი, დრო და ადგილი, სადაც "ზესტაფონის" ფეხბურთელს გარიგება შესთავაზეს"

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის განცხადება:

"საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ:

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა "ზესტაფონის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში
არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ.

თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და "ზესტაფონისა" და გორის "დილას" დაპირისპირების უღირს მცდელობებს.

მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის "დილას" წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.

ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც "ზესტაფონის", ასევე გორის "დილას" და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესებში!

დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცველების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი - დიდი ალბათობით, გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, სწორედ "დილას", მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესებს დავაყენებდით.

ალბათ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული "ბეშიქთაშის" ამასწინანდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა...

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზეტაფონის" მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

www.fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
კოკაიას არ გამოუვიდა ოინი-თამაშზე არ გამოსვლით ეგონა ქალაქის ხელმძღვანელობას შეაშინებდა და დაფინანსებას გამორჩებოდა,მაგრამ უარესი მიიღო-დაფინანსებაზე საკრებულომ უარი უთხრა(თავიანთთვის პრემიებზე არ ეყოფოდათ მერე ფული),ფედერაციამ კი საერთოდ მოკვეთა ჩემპიონატიდან.ეხლა ზის და თავისი გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობს ილიკო-თამაშზე იმიტომ არ გავედით გორელები ფეხბურთელებს გვიქრთამავდნენო და დილას იმიჯს გავუფრთხილდითო.კოლხეთთან 0-4-ის მერე მეტი არაა ჩემი მტერი ეს ვინმემ დაიჯეროს.
დუ-იაქე
23:09 24-04-2015
0
pamparu-საყურადღებოდ-ჯერ წერა-კითხვა ისწავლეთ და მერე აკეთეთ კომენტარები. "დილას"არანაირად არ სჭირდება თამაშების ჩაწყობა/როგორ, აქამდე სულ ჩაწყობილი თამაშებით მოვიდაა? ეს სისულელეა/.თქვენ"ბინზურური"/თქვენივე სიტყვემით/ ადამინი ბრძანდებით.
adamiani
11:02 24-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული